“ბორჯღალოსნები” | მეშვიდედ იაპონიასთან

2024 წლის ზაფხულში “ბორჯღალოსნები” იაპონიაში გაემგზავრებიან და “საკურებთან” სენდაიში 13 ივლისს ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს იქნება ამ გუნდებს შორის მე-7 დაპირისპირება. აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან საქართველომ მოიგო ერთი, 5-ჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. პირველი თამაში 2006 წლის 14 აპრილს ოსაკაში შედგა და მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 7-წლიან ციკლში “ბორჯღალოსნები” “საკურებს” 5-ჯერ ერკინნენ. 2012 წელს […]

ფაშინიანი გამოდის ახალი კონსტიტუციის შექმნის მოწოდებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს სჭირდება სრულიად ახალი კონსტიტუცია და არა საკონსტიტუციო რეფორმა, საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის დემოკრატიული ლეგიტიმურობა და სიცოცხლისუნარიანობა. ფაშინიანი ამ ინიციატივით გამოვიდა 19 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე – მისი თქმით, ახალმა კონსტიტუციამ სომხეთი უნდა გახადოს “უფრო კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში”. “სომხეთის რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელსაც […]

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული წყალქვეშა დრონები გამოსცადა, აცხადებს ფხენიანი

ფხენიანის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა ჩაატარა. ეს სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მოხდა. განცხადება დღეს, 19 იანვარს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ KCNA გაავრცელა. ცნობის მიხედვით, ბირთვული წყალქვეშა მოიერიშე დრონები “ჰაელი” (Haeil-5-23) აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში გამოსცადეს. თუმცა, ოფიციალური განცხადება არაფერს ამბობს გამოცდის თარიღზე. სამინისტროს სპიკერის […]

“1400 წლის უკან ნაკურთხი წყალი შეამოწმებინა თბილისის ლაბორატორიას და…” – რას წერს მღვდელი ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე მღვდელი, ლევან ჯიქური, სოციალურ ქსელში, წერს: გრემის სემინარიაში როცა ვსწავლობდი, ჩვენი ლექტორი ბატონი ნოდარ ბახტაძე, აწარმოებდა ყვარელთან მეექვსე საუკუნეში ჩამონგრეული ტაძრის არქეოლოგიურ გათხრას. იპოვა ჭურჭელი რომელშიც წყალი აღმოჩნდა, თბილისში ლაბორატორიაში შეამოწმებინა და უთხრეს რომ ახალ ავსებული ცოცხალი წყალიაო. რეალურად ეს იყო 1400 წლის უკან ნაკურთხი წყალი. მართლმადიდებლებო ყოველდღე მიიღეთ უზმოზე და ასხურეთ სახლებს

“ყველა რუსეთუმეს “კაკ მინიმუმ” წმინდანი რომ ჰგონია საკუთარი თავი…” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი: რამხელა “თავდამლობაა”, ყველა რუსეთუმეს “კაკ მინიმუმ” წმინდანი რომ ჰგონია საკუთარი თავი…

ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია – რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარამდე დაიხარჯა

ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია. მინის პანორამული ფრაგმენტი გაბზარული და შემოღობილია. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათას ლარამდე დაიხარჯა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს. “სასწრაფოდ უნდა დაიწყოს თეთრი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის შემუშავებაში და განხილვებში მოხდეს ქუთაისელთა ჩართულობა, რათა ხიდზე […]

გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესი გამარტივდება – დეტალები

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. ინიციატივას ქვედა პალატის 382-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 234, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. კანონის მიხედვით, მარტივდება უცხოელთა ნატურალიზაციაც. გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 8-ის ნაცვლად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, გერმანულის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია. მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება უფრო […]

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნას იწყებს

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნას იწყებს. ამის შესახებ ვილნიუსში, ალიანსის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. აღნიშნული წვრთნები, სახელად “მტკიცე მცველი 2024” მომდევნო კვირას დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. მასში 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის უმაღლესი მეთაურის, გენერალი კრის კავოლის თქმით, წვრთნის მიზანი ევროპაში, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს სახელმწიფოებში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარისთვის […]

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ […]

“ტორპედომ” “მანჩესტერ სიტის” აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

“ტორპედო” აფრიკელი ლეგიონერით გაძლიერდა, – ამის შესახებ კლუბი თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება: “28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში. კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: “სენტ-ეტიენი”, “ცსკა სოფია”, “ლუდოგორეცი” […]