გავაგრძელებთ “ჰუსიტების” წინააღმდეგ ოპერაციებს – ბაიდენი

“ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები “ჰუსიტების” წინააღმდეგ ოპერაციებს გააგრძელებენ”, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა. მისი თქმით, იემენში “ჰუსიტების” პოზიციებზე საჰაერო იერიშის მიტანამ წითელ ზღვაში შეერთებული შტატების საკუთრებაში მყოფ გემებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა.
“ჰამასის” დელეგაცია მოსკოვში

ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა – ვიზიტის მიზანი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯების განხილვაა. ორგანიზაციის ცნობით, “ჰამასის” საერთაშორისო კავშირების ბიუროს ხელმძღვანელი, მუსა აბუ მარზუკი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა.
“შეურაცხყოფილი და ცინიკოსი” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, გადაცემაში “მარტივად რთულზე”, ამბობს: “ადამიანი, რომელიც დროშის დაწვის გამო დააკავეს, ესეც ძალიან მძიმე აღსაქმელი არის საზოგადოებისთვის – ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშებს წვავენ ევროპაშიც და აქაც მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ამ ადამიანის დაჯარიმებით გათავისუფლება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვუყურებთ, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, […]
“იძულებული გახადა რუსეთმა ივანიშვილი” – ლევან სამუშია

ლელო საქართველოსთვის” წევრი, ლევან სამუშია “ტვ პირველთან” ამბობს: “იძულებული გახადა რუსეთმა ივანიშვილი, დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და იმიტომ დაბრუნდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, რომ იცის, რომ ხელისუფლებას კარგავს. რა არის ცხრა პუნქტიანი გეგმა და მე ახლა შეიძლება დეტალურად არ ჩავშალო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიწები იყიდება ოკუპანტებზე და ამას ეს ადამიანები უძახიან ბიზნესს და მის განვითარებას. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ […]
“მიუღებელია, რაც ვიხილეთ სამებაში” – სახალხო დამცველი 10 დღის შემდეგ კომენტარს აკეთებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. “უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ […]
კომპანიების მიერ შესრულებული პროექტები პოლიტიკური პრიზმიდან განიხილება და პრობლემის გადაწყვეტა სისტემურად არ ხდება – “ჯეუ გრუპი” წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირის ვადაში დასრულება 24-საათიანი მუშა რეჟიმის პროცესშია შესაძლებელი, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ “ჯეუ გრუპის” დირექტორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა. საქმე ის არის, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა, რომელთა შორის “ჯეუ გრუპიც” არის. კონტრაქტების ღირებულება 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება: “ბლექ სი გრუპი” […]
კირილ ბუდანოვი – ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება

ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „[გასულ წელს] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში“, – განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება. მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა. ბუდანოვმა […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება […]
„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გზების განსახილველად მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ განცხადებას ტერორისტული ორგანიზაცია თავის „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. დელეგაცია, რომელსაც „ჰამასის“ საერთაშორისო კავშირების ბიუროს ხელმძღვანელი, მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა. „პოლიტიკური კონსულტაციების დროს განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები იმასთან ერთად, რომ პალესტინელი ერის […]
IDF: ღაზის ცენტრში ჰამასის იარაღების წარმოების მთავარი ბაზა გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზის ცენტრში ჰამასის იარაღის წარმოების მთავარი პუნქტი გაანადგურეს. ისრაელის ცნობით, ჰამასი აღნიშნულ ტერიტორიაზე რაკეტებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდა. როგორც ცნობილია, იარაღის წარმოების ამ პუნქტს მრავალი გვირაბი უკავშირდება. ოპერაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, როდესაც ისრაელის ძალებმა სახმელეთო შეტევაში უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიას მიაღწიეს და დაკავებული პოზიციები მიწისქვეშა გვირაბების ქსელების […]