ციგანკოვი “ჟირონასთან” კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

“ჟირონა” 26 წლის უკრაინელ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შესთავაზებს, – იტყობინება ჟურნალისტი იგორ ციგანიკი. თავად ფეხბურთელმა საკითხის გადაწყვეტა ზაფხულისთვის გადადო, ვინაიდან იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, იმაზე უკეთესი წინადადებით მიმართავენ, ვიდრე კატალონიური კლუბი შესთავაზებს და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებასაც არ გამორიცხავს. ციგანკოვს “ჟირონასთან” ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, […]
“გამჭვირვალობა” თუ “რუსული სტილის კანონმდებლობა” ?

საქართველოს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღებას. კანონპროექტი, რომელმაც ერთი წლის წინ ქვეყნის შიგნით მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, ქვეყნის გარეთ კი მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, თითქმის უცვლელად, კვლავ პარლამენტში დასამტკიცებლადაა წარდგენილი.
უკრაინა აცხადებს, რომ კალინინგრადთან რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დააზიანა რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული. თუ დადასტურდება, ეს ცნობა იქნება ნიშანი კიევის მზარდი შესაძლებლობისა მიზანში ამოიღოს კრემლის ობიექტები მისი საზღვრებიდან მოშორებითაც. პლატფორმაზე X გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემს, “სერპუხოვს” გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები. გამოცემები […]
მილერი: ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, შეზღუდავს დამოუკიდებელ მედიას

აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო აცდება ევროპულ გზას და შეიძლება შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ კანონის მიღებას აშშ-ს მხრიდან შესაძლოა საპასუხო ქმედებები მოჰყვეს. “ჩვენი პოლიტიკა არის ის, […]
იქნება თუ არა აშშ-ის სანქციები „რუსულ კანონზე“ – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. მორიგი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტით შეშფოთებულები არიან. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას, მეთიუ მილერი პასუხობს: „ახლა ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. […]
საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია – ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საჯარო რეესტრის მიერ „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმება საშიში პრეცედენტია. „ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ. ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს. არაფერი ამაში სასიხარულო […]
“უკან დახევს საქართველოს” – სახ.დეპი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. სახ.დეპის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოში რუსული კანონის რეინიციირებით შეშფოტებულია და მათი პოლიტიკა უცვლელია. “ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რადგან თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული […]
კანადის მთავრობა თავდაცვის ხარჯებს ზრდის

კანადა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. თავდაცვის პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა აცხადებს, რომ არქტიკის დაცვა, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, ნიშნავს, რომ ოტავას სჭირდება თავდაცვის გაძლიერება. კანადის მთავრობის შეფასებით, ახალი პოლიტიკა 2029-2030 წლებისთვის სამხედრო ხარჯების მშპ-ის 1,76 პროცენტამდე გაზრდის. როგორც „როიტერი“ წერს, ეს ჯერ […]
ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რამხელა ბედნიერება მომანიჭა – ლელა ვეფხვაძე

მომღერალმა ლელა ვეფხვაძემ გადაცემა სიცრუის დეტექტორში სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა, რომელმაც 2 წლის წინ მას ბინა შეუძინა და 30 წლიანი ქირით ცხოვრებაც წარსულს ჩაბარდა. “მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუსურვო საოცრად დიდი ბედნიერება. მან კიდევ არ იცის, რამხელა ბედნიერება მომანიჭა, რომ მე არ შემეშინდება, რომ ვიღაც მოვა და ჩემ შვილებს გარეთ გამოყრის”- განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. „რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ. სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს. „ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება […]