რა ბიზნეს სექტორებს აფინანსებენ ბანკები და რა არის თითოეულ მათგანში ვადაგადაცილება

საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 53.2 მილიარდ ლარს აღწევს, აქედან 31.8 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია ბიზნეს სეგმენტზე, მათ 17.6 მილიარდი კორპორატიული სესხებია, 8.8 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო სეგმენტზე, 7.3 მილიარდი კი მიკრო ბიზნეს სესხებზე. ბიზნეს სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების წილი 2%-ს, ანუ 652 მილიონ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის სტატისტიკაში კერძო […]

მთავრობა PPA კონტრაქტებს აბრუნებს – რა კითხვები აქვს ბიზნესს?

მთავრობა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელს ცვლის. იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გააფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და შემდეგი სიმძლავრის აუქციონები აღარ გამოცხადდება. ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მისი თქმით, […]

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო. “ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახადო დავალიანება არის […]

არჩილ თალაკვაძე – ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების ისტორიული შესაძლებლობა მისცა – წარმატებები ჩვენს ქვეყანას

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ […]

არ უნდა ხალხს და მორჩა, დროზე გაიგეთ და მოეშვით რა – მებო ნუცუბიძე „რუსულ კანონზე“

„არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა“, – ასე ეხმაურება მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში „რუსულ კანონს“. როგორც მებო ნუცუბიძე წერს, ახლაც ისევ ხალხმა უნდა იყოჩაღოს. „ადამიანები დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად ვშრომობთ და წელებზე ფეხებს ვიდგამთ რაღაცები რომ გამოგვივიდეს, ცოტა უკეთესად რომ ვიცხოვროთ. ყველას ჩვენ-ჩვენი საყვარელი საქმე, […]

ფერმერთა ასოციაცია რუსულ კანონზე: მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება

ფერმერთა სათათბიროს წევრები რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა მიზანი სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შემობრუნებას ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოების დიდი ნაწილისა და ჩვენი […]

ოქრიაშვილის დაბრუნება – ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამომ“ სახლში თბილისის „დინამოს“ 2:0 მოუგო. შეხვედრის დასაწყისში საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, შუა პირველ ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, სტუმრებმა ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს – წიტაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლორიამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას გომისმა დაასწრო. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბათუმელებს ანგარიშის […]

შალვა პაპუაშვილი – უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე. ,,1989 წლის […]

ევროპული პლატფორმა რუსულ კანონზე: EU-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვას საფრთხეს უქმნის

ევროპული გაცვლითი პროგრამა და ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპული პლატმორა ამბობს, რომ “შემოთავაზებული კანონი წარმოადგენს არსებით უკუსვლას საქართველოში დემოკრატიისთვის და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას საფრთხეს უქმნის”. “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს პროდემოკრატიულ ჯგუფებს და მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ კანონთან […]

ტრამპი არ უჭერს მხარს აბორტის ეროვნულ მასშტაბით აკრძალვას

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აბორტის შეზღუდვა, შტატების გადასაწყვეტი საკითხია. 8 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში, მან უარი თქვა ეროვნული აკრძალვის მხარდაჭერაზე თვეების მანძილზე სხვადასხვა გზავნილების და სპეკულაციების შემდეგ. „ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია აბორტისა და აბორტის უფლებებთან დაკავშირებით“, – თქვა ტრამპმა თავის “ტრუთ სოშიალ” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. “ჩვენ გვაქვს აბორტი იქ, […]