იქნება თუ არა -ის სანქციები „რუსულ კანონზე“ – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.
მორიგი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტით შეშფოთებულები არიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება -ის მხრიდან სანქციების დაწესებას, მეთიუ მილერი პასუხობს:
„ახლა ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუ ის[კანონპროექტი] წინ წავა, თვალყური ადევნეთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ