უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა სულ Shahed-ის ტიპის 20 დრონი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცისა და ლვოვის ოლქებში გაანადგურეს. რუსების საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები […]

„საბაზისო დაზღვევა, ასობით მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს ბიუჯეტს, მაგრამ მოსახლეობა ფიქრობს, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს“ – როგორ უნდა მოგვარდეს ონკოპაციენტების დაფინანსების საკითხი

„საბაზისო დაზღვევა, ასობით მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს ბიუჯეტს, მაგრამ მოსახლეობა ფიქრობს, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს“ – როგორ უნდა მოგვარდეს ონკოპაციენტების დაფინანსების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში – ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში […]

ამორიმი “ლივერპულის” ჩაბარებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” რუბენ ამორიმი ჩაიბარებს, ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა “სქაუზერების” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. თუ “მერსისაიდელები” არჩევანს 39 წლის სპეციალისტზე გააკეთებენ, მაშინ ბრიტანელებს პორტუგალიელის “სპორტინგიდან” კონტრაქტის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ მოუწევთ. ცნობილია, რომ “ლივერპული” იულიან ნაგელსმანის, რობერტო დე ძერბის, პეპ ლაინდერსისა და […]

დღეს დიდი მატჩებია – “არსენალმა” ახლა თუ არა, როდის და “რეალი”, რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..

ივნისსა და ევროპის ჩემპიონატზე ბევრ კი ვფიქრობთ, თუმცა დღეს და ხვალ ისეთი მატჩებია, მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებზე გადავა, სადაც საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ძალიან თანაბარი წყვილები გვაქვს. შეგახსენებთ, ევროპაში დრო გადაიწია და შეხვედრები ახლა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. “არსენალი” – “ბაიერნი” ლონდონის “არსენალის” ძველმა სტადიონმა “ჰაიბერიმ” 2016 წლის მაისამდე იფუნქციონირა. არსენ ვენგერის გუნდმა […]

გიორგი გახარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – „ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ორ 2 ნაწილად

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დააინიცირება დასჭირდა იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება დააპირისპიროს და დაჰყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ ეს რადიკალიზაციისთვის სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს ქართული საზოგადოება, გაყოს ის 2 ნაწილად. ვიღაცას დაარქვას უკვე ფორმალურად, იურიდიულად მოღალატე, აგენტი, ვიღაცას დაარქვას […]

გიორგი გახარია – გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს – ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ პროცესი დავასრულოთ მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს. „35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების […]

რონალდო არასპორტული საქციელის გამო გააძევეს – მსაჯი პორტუგალიელის მუშტს გადაურჩა [VIDEO]

საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში “ალ აჰლიმ” “ალ ნასრი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 61-ე წუთზე ალ დავსარიმ გახსნა, 11 წუთში მალკომმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 86-ე წუთზე “ალ ნასრის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო მსაჯმა არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა, მას შემდეგ, რაც არბიტრმა პორტუგალიელს წითელი ბარათი უჩვენა, 39 წლის სუპერვარსკვლავმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა. 90+9 წუთზე მანემ ერთი […]

ევროპის სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ ზღვის ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან, ერთობლივი მუშაობის შესახებ. ექვსმა ქვეყანამ – ბელგიამ, ბრიტანეთმა, დანიამ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა – ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს. წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის […]

“₾10-მილიონიანი ინვესტიციით A კლასის საწყობი გავხსენით” – რას გეგმავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრი?

„თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა“, 10 მილიონი ლარის ინვესტიციით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან (გეზ) ახალი A კლასის საბაჟო საწყობი გახსნა. როგორც „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ დირექტორმა, არჩილ წერეთელმა BMG-ს უთხრა, კომპანიის გეგმებში 3 საწყობის აშენება შედის. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. „უკვე ავაშენეთ A კლასის თანამედროვე საბაჟო საწყობი, რომელიც ერთი თვის წინ გაეშვა და კიდევ ვაპირებთ 3 […]

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, მსხვერპლია პოლტავაში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით – დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, […]