9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის […]
გიგი წერეთელი – 9 აპრილს, კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება – ეს დღე უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს

ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე დღეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 9 აპრილი ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა […]
რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა. „თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი […]
დევიდ კამერონი დონალდ ტრამპს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. The Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ფლორიდაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ეწვია, ხოლო მოგვიანებით ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, […]
9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მიდიან

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. მათი განცხადებით, 9 აპრილი არის ტრაგიკული და ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. […]
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი. მოვლენები ასე ვითარდებოდა: 1989 წელს სოფელ ლიხში ჩატარებული ყრილობის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა, კრემლის მხარდაჭერით, საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს. თბილისში რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვეს, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა. ამის პასუხად […]
მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ, 8 მარტს კაცმა ყოფილი ცოლი დანით დაჭრა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს
9 აპრილის გმირები: ევროინტეგრაცია 9 აპრილს დაწყებული გზის გაგრძელებაა

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის თავზე, ახლა საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ისტორიულ მიზანთან, რომელსაც 1989 წელს ათობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, საქართველოს აქვს შანსი დაუბრუნდეს ისტორიულ ოჯახს, როგორც ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა. 9 აპრილს გადარჩენილი, ყოფილი მორაგბის გუგა გეგენავას თქმით – საქართველოს ადგილი, იყო და არის დასავლურ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად. „ეს არის ის დღე, […]
მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან განხორციელდა, რომლებიც რეისებს […]
მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დანით დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული გუშინვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.