ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. „ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა”, – აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების […]

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ტირანაში კომისიის სხდომა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოსტ ურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. თამარ ყორიაულმა ტურიზმის მსოფლიო დღის საქართველოში […]

რას გამოიწვევს უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 400 000 ლარამდე გაზრდა? – ექსპერტების შეფასება

2024 წლის 1 მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. 2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მაისიდან კი ზღვარი კიდევ 100 000 ლარით გაიზრდება. ეროვნული ბანკის მიერ არაჰეჯირებული […]

“ინვესტორები პირდაპირ რეაგირებენ რუსულ კანონზე, ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ” – “არსის” დამფუძნებელი

“რუსული კანონის მეორედ მიღებიდან ნახევარ საათში, ჩვენი ევროპელი ინვესტორი გვირეკავს და გვეკითხება – აბა რა ხდება? ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ” – ასე გამოეხმაურა, დეველოპერული კომპანია “არსის” დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი, “რუსულ კანონს”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ერთი წლის წინ, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში დააბრუნა.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – მარში რესპუბლიკის მიედნიდან პარლამენტამდე

დღეს, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება. მარშის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას. რუსული კანონი, ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. შესაბამისად, მარშის მიზანი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა. “შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! […]

ლევან იოსელიანი – მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა არ შექმნას ბარიერი ჩვენ ევროპულ გზაზე

როგორი კანონპროექტიც არ უნდა იყოს დაინიცირებული, მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ შექმნას ჩვენ ევროპულ გზაზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე და ევროპულ მომავალზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. მისი თქმით, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამის მიღწევის სხვა ბევრი გზა არსებობს, მათ შორის სხვა კანონმდებლობაში […]

იაგო ხვიჩია – ვეცდებით, „ქართულ ოცნებას“ ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით – ევროპელები რუსებს ებრძვიან, ჩვენ ვის ვებრძვით?

ვეცდებით, „ქართულ ოცნებას“ ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით, რადგან, სადაც ამ კანონს იღებენ, ვიღაც მტერი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაცაა ეს – ევროპელები რუსებს ებრძვიან, ჩვენ ვის ვებრძვით?- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ხვიჩიას თქმით, მისი პარტია აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, რათა საზოგადოებას აჩვენონ, „რატომაა ეს კანონი […]

პირი, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა, შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, გენერალური პროკურატურისა […]

ლევან იოსელიანი – მადლობა მათ სულებს, ვინც თავისუფალი საქართველო 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე

მადლობა მათ სულებს, ვინც თავისუფალი საქართველო 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას შვილთან ერთად პატივი მიაგო. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას. „დღეს ჩემ შვილთან ერთად მოვედი, რომ მანაც ნახოს და მომავალ თაობას გადავცეთ ის ხსოვნა, […]

ტყიბულის, ნიკო ჯავახიშვილის სახელობის ყოველწლიური საფეხმავლო ფესტივალი იწყება

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტყიბულის, ნიკო ჯავახიშვილის სახელობის ყოველწლიური საფეხმავლო ფესტივალი სპორტულ ორიენტირებაში იწყება. მათივე განმარტებით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია „ყველას, ვისაც თავგადასავალი უყვარს“. „თარიღი – ყოველი წლის მაისის მეორე შაბათ-კვირა. გუნდში წევრების რაოდენობა – 4 ადამიანი თითოეულ გუნდში. შეჯიბრის მარშრუტი – სოფელი მოწამეთა- ტყიბულის წყალსაცავი. გასავლელი მარშრუტი – 32 კმ. მარშრუტის სირთულე – საშუალო სირთულის. ვის […]