უკრაინულმა დრონებმა რუსეთში საწვრთნელ საავიაციო ცენტრს დაარტყეს

რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, 9 აპრილის ღამეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. ამასთან, უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო. „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო ცენტრის ფასადი და მინა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია […]

მევიოლინე ნინი გიორგაძე, ჯულიარდისა და მანჰეტენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის მაგისტრანტი გახდა

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი, ნინი გიორგაძე, ჯულიარდისა და მანჰეტენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის მაგისტრანტი გახდა სრული დაფინანსებით. ნინი გიორგაძე „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების – მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და მ. ბალანჩივაძის სახ. #1 სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია. ვ. ა. მოცარტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მევიოლინე ნინი გიორგაძემ სწავლა პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში […]

Credit Suisse-ი ივანიშვილისთვის 743 მლნ დოლარის გადახდას ასაჩივრებს

შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ბანკის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 743 მლნ დოლარის გადახდა სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემდგომ შემცირებას ითხოვენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში ბიზნესმენის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით შემცირდა. […]

,,აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე”- მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ასევე განხორციელდა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ასრულებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის. […]

საქართველოს მასშტაბით 883 ვიდეოკამერაა განთავსებული – რაოდენობა ქალაქების მიხედვით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით (2023 წლის დეკემბრის მონაცემებით), საქართველოს მასშტაბით 883 ვიდეოკამერაა განთავსებული. აქედან, 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობია. ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების 49.4% (332 ვიდეოკამერა) თბილისზე, ხოლო ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერების ყველაზე დიდი წილი 17.5% (37 ვიდეოკამერა) მცხეთაზე მოდის. ზოგადი ხედვის ვიდეოკამერები: ზუგდიდი – 17; აბაშა – 43; ოზურგეთი – 3; ხობი – 21; […]

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან პატივს მიაგებენ

დღეს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პტივს მიაგებენ. 9 აპრილის მემორიალთან სანთლებითა და ყვავილებით მივლენ მოქალაქეები. გარდა ამისა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. 35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან.

4 პირს თავის ფერმაში ძალით ამუშავებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, […]

Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილისთვის $743 მლნ კომპენსაციის გადახდას ასაჩივრებს

შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალი მილიარდერ და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის 743 მილიონი დოლარის გადახდას აპროტესტებს. 2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებისთვის უჩივლა. თუმცა, თანხა უკვე განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, 79,4 მილიონი დოლარით შემცირდა. მილიარდერმა ბანკის მენეჯერის პატრის ლეკადრონის უკანონო ქმედებების გამო შვეიცარიულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი დაკარგა. მან […]

ირაკლი ზარქუა – თუ საფრანგეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის შესაძლებელია, რომ სუვერენული და საზოგადოების ინტერესები დაიცვან უცხოური გავლენებისგან, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, შეგიძლიათ ამიხსნათ?! – მოგვიწევს ეს კანონი მივიღოთ

თუ საფრანგეთისთვის და დანარჩენი ქვეყნებისთვის შესაძლებელია, რომ თავისი სუვერენული და საზოგადოების ინტერესები დაიცვან უცხოური გავლენებისგან, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, შეგიძლიათ ამიხსნათ?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ზარქუას განმარტებით, ისინი ვალდებული არიან, რომ ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფოს დასაცავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღონ. „თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტი როცა […]

ბადრი ჯაფარიძე – თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ, ამიტომ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ

დღევანდელი დღე არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, არის გამარჯვების დღეც, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა. მან პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ თავისუფლებისთვის ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა, მაგრამ 1991 წელს ამ თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ […]