ირაკლი კუპრაძე – ეს „რუსული კანონი“ არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომით შეიქმნა – „ქართული ოცნების“ მიზანი გამჭვირვალობა არ არის

ეს „რუსული კანონი“ არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომით შეიქმნა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას ერთადერთი რამ დარჩენია, რომ სტაბილური, რუტინული წინააღმდეგობა გაუწიოს „რუსულ კანონს”. „ეს „რუსული კანონი” არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც […]
ეკა სეფაშვილი – როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს, როცა გამჭვირვალობა წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულებაა

როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს, როცა გამჭვირვალობა წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულებაა – შინაარსში შემოსვლა არავის უნდა, რადგან შინაარსთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ მოიძიეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი დონორი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხა. „უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება […]
ლევან ხაბეიშვილი – 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს

35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით ერთობის ფასი. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და […]
არგენტინის პრეზიდენტი – უკრაინის დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ

უკრაინის დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ განაცხადა. „მთავრობები მუდმივ კონტაქტში არიან, მათ შორის თავდაცვის მინისტრები და დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინის თავისუფლების დასაცავად ფორუმი გაიმართება, რომლის აქ ჩატარება ზელენსკიმ მთხოვა და ამის გაკეთებას ვაპირებ“, – განაცხადა ხავიერ მილეიმ. მილეიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და არგენტინის თავდაცვის მინისტრები სამხედრო […]
გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის

ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს კანონი რუსულია შინაარსითაც, თავითაც და ბოლოთიც და ამას ამბობს მთელი მსოფლიო. „ძალიან კონკრეტულია საკითხი – ევროკავშირი თუ გვინდა, ამ კანონის ადგილი […]
ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს – გიყვართ ხოლმე ამერიკული კანონის მოშველიება, ნუ ატყუებთ ხალხს, ცუდი საქციელია

ეს კანონი სადაც მოქმედებს, მოქმედებს მტრული, ამ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიყვართ ხოლმე ამერიკული კანონის მოშველიება, ნუ ატყუებთ ხალხს, ცუდი საქციელია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „უსერიოზულესი პრობლემაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის გზაზე შესაძლოა, შემაფერხებელი გახდეს, სწორედ, ივანიშვილის ხელისუფლება“. „ყველას კარგად გვესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია, რომ შესაძლოა, კანდიდატის […]
ირაკლი ზარქუა – „კანონპროექტებში დაკარგულები“ შეიძლება ვუწოდოთ – ამ გახარიებს რა უნდათ ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ

„კანონპროექტებში დაკარგულები“ შეიძლება ვუწოდოთ. ამ გახარიებს რა უნდათ ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ვის ინტერესებს იცავენ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტს. ზარქუას თქმით, მთავარია, რომ აღიარებენ, ამ სექტორში არის პრობლემა, გამოწვევა. „კანონპროექტებში დაკარგულები” შეიძლება ვუწოდოთ. ამ […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული […]
ერთობლივი განცხადება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე – რას ამბობენ ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები

„ადამიანური გაუსაძლისი მსხვერპლის გათვალისწინებით, ჩვენ, ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები მოვუწოდებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2 728-ე რეზოლუციის დაუყოვნებლივ და უპირობო შესრულებისკენ” ეს ერთობლივი განცხადება სამი ქვეყნის: ეგბიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა ერთდროულად გამოაქვეყნეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. „ჩვენ ვგმობთ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების მკვლელობას, ბოლო დროს თავდასხმას World Central Kitchen-ის დახმარების კოლონაზე“.
არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე – “ბაიერნს” უნდა ვუფრთხილდეთ

დღეს, 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “არსენალი” “ბაიერნს”, ხოლო “რეალი” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. “მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მატჩისწინა ინტერვიუში განაცხადა, რომ “რეკორდმაისტერის” მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის დიდი გულშემატკივარია და მისგან ბევრი რამ ისწავლა. “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია, ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება ტუხელს, […]