თურქეთი ღაზაში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს

თურქეთი ღაზის სექტორში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს. თურქეთმა სანქციები დააწესა ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის საექსპორტო საქონელზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა გაავრცელა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, თურქეთის მთავრობამ ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა თურქეთს ღაზაში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეკვრების ჩამოყრა აუკრძალა. როგორც ცნობილია, თურქეთის შეზღუდვა ისრაელში ექსპორტზე ასევე შეეხება რკინისა […]
ლევან მებონიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კომპანია აწვდის

შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ მედია Абхазский Портал-თან საუბარში თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კერძო კომპანია აწვდის. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 8 აპრილს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მათ უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე საუბრობს მებონია. აქამდე ენგურჰესმა მუშაობა სადგურის სადერივაციო გვირაბში კედლის დაზიანების გამო […]
ომბუდსმენი შეისწავლის „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების გადაწყვეტილებას. „გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას […]
აკადემიკოს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომა ჩატარდა

აკადემიკოს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომა ჩატარდა. მუნიციპალიტეტს 88 სტუდენტმა მომართა განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილებით 79 სტუდენტი დაფინანსდება, თითოეული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით, 9 განცხადება, რომელიც არ აკმაყოფილებდა პროგრამით მოთხოვნილ კრიტერიუმებს არ დაკმაყოფილდა: კერძოდ პროგრამა არ აფინანსებს სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე საფეხურის სტუდენტებს და […]
ბექა ლილუაშვილი – გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო – უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია. მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის – უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. „[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინიცირეთ ეს ორად, […]
პაატა მანჯგალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი

ჩემი სახელით მარტივი შეთავაზება შემიძლია გავაკეთო – თუ ჩაწერენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ევროკავშირზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება ამ კანონპროექტის განხილვა, სხვა შემთხვევაში, ამ კანონის განხილვა ნიშნავს, ილია ჭავჭავაძის ცნობილ ფრაზას: „მტრის ვერ ცნობას და მოყვრის გმობას“ – ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა […]
ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელის ძალების გაყვანის საკითხი განიხილეს

შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა დეტალები ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის და ასევე, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის მომავლის შესახებ. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტინმა ხაზი გაუსვა ღაზის […]
სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დასარეგულირებლად საჭიროა დიალოგი — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დიალოგით უნდა დარეგულირდეს. მილერმა ბრიფინგზე უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეგულირების საკითხს, გასულ კვირას ორ სახელმწიფოს შორის მომხდარი შეტაკებების ფონზე. ასევე, ხაზი გაესვა ვაშინგტონის როლს აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ნათლად […]
ევროკავშირის წარმომადგენლობა – 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. „1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი […]
საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს – საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას

საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს – საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, – ასე ეხმაურება საფრანგეთის საელჩო საქართველოში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. „საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება […]