რუსეთი დეფიციტის შემთხვევაში ყაზახეთს 100 000 ტონა ბენზინის მიწოდებას სთხოვს

რუსეთმა ყაზახეთს საწვავის დეფიციტის შემთხვევაში 100 000 ტონა ბენზინის მიწოდება სთხოვა. ამის შესახებ Reuters-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გამოცემას უთხრა, რომ გარიგება უკვე შეთანხმებულია. რუსეთის ხელისუფლების ასეთი მოთხოვნის მიზეზს გამოცემა “ვაჟნიე ისტორიის” წყაროები ხედავენ იმაში, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებმა მწყობრიდან გამოიყვანა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის 15%-ზე მეტი. “ზარალის მასშტაბიდან გამომდინარე, რემონტს […]
უკრაინა ადასტურებს შეტევას რუსეთის კიდევ ერთ ობიექტზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებს ვორონეჟის ოლქში მდებარე საავიაციო ცენტრზე დრონებით შეტევის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ საავიაციო ქარხანაზე იყო დარტყმა, რომლის დეტალებს არ გაასაჯაროებენ. იუსოვის წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ქარხნის ძირითადი საწარმოო სიმძლავრეები. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, გამთენიისას აფეთქებები იყო ვორონეჟის ოლქის ქალაქ […]
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. საკონსტიტუციო პროექტი უმრავლესობის 83 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული. მათი ხელმოწერების ნამდვილობის საკითხზე კომიტეტი 10 აპრილს შეიკრიბება. ამის შემდეგ კი, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას შექმნის. კომისიამ ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო პროექტზე მოსახლეობის […]
მამუკა მდინარაძე – დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი – ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს

ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, 9 აპრილი არის იმის მაგალითი, რომ ქართული საზოგადოება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. „ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ, დიდ ტკივილთან, რომელიც იმ ადამიანების დაღუპვას თან სდევდა, […]
სეფაშვილი “დარწმუნებულია”, რომ რუსული კანონის მიღება აშშ-ს მხრიდან სანქციებს არ გამოიწვევს

ხალხის ძალის დეპუტატი, ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის მიღების შეთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებას ადგილი არ ექნება. სეფაშვილის სიტყვებით, აშშ-ს ახლანდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან ახლა “გაცილებით სხვა დონის დამოკიდებულება” აქვთ. “თუ გვემუქრებიან, ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. ამას მე ვერ დავარქმევდი პარტნიორულ დამოკიდებულებას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასანქცირებას ადგილი არ ექნება. ახლანდელ […]
ზარქუა: როდესაც FARA-ს გააუქმებთ, შემდეგ გექნებათ ამ ტონალობით ლაპარაკის შესაძლებლობა

ქართული ონების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსულ კანონსა და ამერიკულ კანონ FARA-ს შორის კვლავ პარალელს ავლებს. “როდესაც თქვენს კანონს უცხოური აგენტების შესახებ FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობით გველაპარაკოთ. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულნი არიან ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ […]
1 ივლისიდან ელექტრონული ბირჟა ამოქმედდება – რა მნიშვნელობა აქვს მას სექტორისთვის

ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება. რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირების დაწყებას ქვეყნისთვის, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ბირჟის გახსნა 6-ჯერ გადაიდო, მოლოდინები ძალიან მაღალია. „დღეს შესაძლოა ჩვენთან არსებული ტარიფი ინვესტორებისთვის მომხიბვლელი არ არის, თუმცა მოთხოვნა – […]
„ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის შესახებ მიმართვას ავრცელებს. „ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა“, – აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა […]
“წალენჯიხაში დამთავრდა რუსეთი” – “რუსული კანონის” დარეკლამების მცდელობა 9 აპრილს და წალენჯიხის პასუხი

დღეს, 9 აპრილს, როცა მთელი საქართველო? 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის მორიგ ბოროტებას საქართველოს წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების მორიგ დახოცვას იხსენებს და გლოვობს, წალენჯიხაში მოქალაქეებს დილით დახვდათ “რუსული კანონის” მხარდამჭერი პლაკატები გამოკრული. ადგილობრივების ცნობით, სწორედ, 9 აპრილს, გამთენიისას, ქართული ოცნების და “რუსული კანონის” მხარდამჭერებმა გამოაკრეს პლაკატები იმ ქალაქში, რომელიც ერთადერთია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტოკოსია მერად არჩეული და […]
ჰამასის თქმით, ისრაელის შეთავაზებული წინადადება არ აკმაყოფილებთ, მაგრამ განიხილავენ

ჰამასის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის მიერ შეთავაზებული წინადადება მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ მის განხილვას აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ტერორისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. წინა დღეს გამოცემასთან საუბრისას ჰამასის წარმომადგენელმა თქვა, რომ კაიროში კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე ისრაელის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა უარყვეს. “უარვყოფთ ისრაელის ბოლო შეთავაზებებს, რომლებიც ეგვიპტურმა მხარემ […]