ლანდსბერგისი: პატივს მივაგებთ მათ, ვინც 1989 წელს წინ აღუდგა საბჭოთა ტერორს

დღეს, საქართველოს ნაციონალური მთლიანობის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა ტერორს, ხოლო 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტამდე თურქეთი ზღუდავს ისრაელში საქონლის ექსპორტს

თურქეთი ისრაელში მთელი რიგი საქონლის ექსპორტს მანამდე შეზღუდავს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა არ გამოცხადდება, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა. შეზღუდვები შეეხება 54 სხვადასხვა კატეგორიის საქონელს, მათ შორის რკინას, მარმარილოს, ფოლადს, ცემენტს, ალუმინს, აგურს, სასუქებს, სამშენებლო ტექნიკას და საავიაციო საწვავს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ისრაელმა უარყო […]
თამარ ტალიაშვილი – ახალი გამარჯვება – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო – სამართალი იზეიმებს!

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სიმბოლურია, დღეს 9 აპრილს, რომ ხდება ეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. […]
ლევან ხაბეიშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს პრობლემები ექნებათ!

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, პრობლემები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის. „კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხისთვის გამოსავალი იმიტომ, რომ […]
მამუკა მდინარაძე გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაზე – არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ეს კანონი საფრთხეს, რაც არ ქმნის საფრთხეს ევროპაში

მათ არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის საფრთხეს, რაც არ უქმნის საფრთხეს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის განმარტებით, მსოფლიოში და მათ შორის, მეგობარ ქვეყნებში არ არსებობს, არცერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციასაც ისინი არგუმენტის გარეშე გაიზიარებენ. „მათ არ […]
“დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის” – პეტერ ფიშერის განცხადება

„პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და იტანჯებოდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. თქვენ იბრძოდით, ისევე როგორც ჩვენ გერმანიაში. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – წერს პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.
„ყოველ წელს ვეუბნები მადლობას, ვინც იქ ბოლომდე იდგა, მე ამ თავგანწირვის მაგალითი სახლში მყავდა…“ – ცხრა აპრილის აქციის მონაწილის ემოციური სიტყვები

„იმ ღამეს, ყველაფერი მახსოვს…18 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიის პირველ კურსელი.მე დედა და ჩემი ორი მეგობარი ღამის პირველ საათზე სახლში დავბრუნდით. რუსთაველის პირველ ნომერში ვცხოვრობ და მანძილი ჩემ სახლსა და პარლამენტის შენობას შორის სამასი მეტრი თუ იქნება, ამდენიც არა… ჰოდა მალევე, კორპუსის ბოლოსკენ მოგროვდნენ რუსის სალდათები, ჯავშანტექნიკა, ავტობუსები. ოდნავადაც არ შეგვშინებია. ბებომ ჩაი გაგვიმზადა და ცოტა […]
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს „აგენტების კანონი“

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული […]
ბულგარეთში მუშაობას შეუდგა დროებითი მთავრობა. ვადამდელი არჩევნები 9 ივნისს გაიმართება

ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევის განკარგულებით, ქვეყნის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრად პოლიტიკოსი დიმიტარ გლავჩევი დაინიშნა. მან უკვე დადო ერთგულების ფიცი ქცევის პარლამენტის წინაშე. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში ევროპარლამენტის არჩევნებს უნდა დაემთხვეს. წინა არჩევნები ქვეყანაში გასული წლის აპრილში გაიმართა, მანამდე კი სტაბილური კოალიციის არარსებობის პირობებში, ბულგარეთს პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა მართავდა. 6 აპრილს დანიშნული ტექნიკური […]
35 წელი გავიდა, რაც საბჭოთა სისხლიანი მანქანა დაუპირისპირდა მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს და მათი პროტესტი სისხლით ჩაახშო – ლევან დავითაშვილი

„9 აპრილი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის გლოვის, მაგრამ ამავე დროს გამარჯვების სიმბოლო. ეს დღე პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ზუსტად 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა სისხლიანი მანქანა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა მშვიდობიანი დემონსტრაციის […]