დასავლელი პოლიტიკოსებისა და NGO-ების აღშფოთება მაშინ არ გვინახავს, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში გამოჩნდა – როცა რომელიმე მხარე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მის აღშფოთებას უკვე ძალა აღარ აქვს

დასავლელი პოლიტიკოსებისა და NGO-ების აღშფოთება მაშინ არ გვინახავს, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში გამოჩნდა – როცა რომელიმე მხარე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მის აღშფოთებას უკვე ძალა აღარ აქვს „არც ჩვენ და არც საზოგადოებას ეჭვი უკვე აღარ გვაქვს, რომ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთი ცენტრიდან არის მართული“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა. […]

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი […]

ლევან ხაბეიშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს პრობლემები ექნებათ!

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, პრობლემები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის. „კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხისთვის გამოსავალი იმიტომ, რომ […]

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, – ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის […]

ირაკლი ზარქუა – გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, ამიტომაც არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში

როგორც ამბობენ, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი. ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა. ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და […]

ანა ნაცვლიშვილი – ვურჩევდი პრემიერს, გამობრძანდეს, ხელი მოაწეროს დეკლარაციას და თქვას, რომ საერთაშორისო ფონდებში მუშაობისას ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს

პრემიერი დაკავებულია არა საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრით, არამედ ტყუილების გავრცელებით – ვურჩევდი მას, თავად მისცეს სხვებს მაგალითი, გამობრძანდეს, მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომელშიც იტყვის, რა თანხები აქვს აღებული ფონდებთან მუშაობის დროს. როდესაც თავად მუშაობდა საერთაშორისო ფონდებში თქვას, რომ ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, […]

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ქუთაისის […]

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად თელავში, 9 აპრილის […]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის […]

ნიკა გვარამია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც აუცილებლად მოვიხდით – ევროკავშირში ვერ მოხვდები თუ რუსული რეგულაცია გაქვს

ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე აუცილებლად მოვიხდით – ამ კანონის მიმღები ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ეყოლება,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მთავარ საფრთხეს ქვეყნის ევროკავშირისგან სრულ დისტანცირებაში ხედავს. „ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი […]