ელენე ხოშტარია – მე ვიცი, ჩვენი გასაკეთებელი რა არის, ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რომ სრული წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ კანონს

ჩვენ ველოდებით, რომ გავწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას, რათა ეს კანონი არ იყოს მოღებული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, სადაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, რუსული იმპერია საქართველოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონტექსტში ხოშტარიამ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც. „1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა […]

თავდაცვის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა […]

თურქეთმა, ღაზაში ომის გამო, ისრაელში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი შეზღუდა

თურქეთმა შეზღუდა გარკვეული პროდუქციის ექსპორტი ისრაელში მანამ, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს და არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების „საკმარისი და შეუფერხებელი ნაკადის“ გატარებას ღაზის სექტორში. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „ისრაელი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვან მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. მასში […]

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, – ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის […]

ოლაფ შოლცი ჩინეთს 14 აპრილს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 14 აპრილს ეწვევა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, 16 აპრილს დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. სავაჭრო საკითხების გარდა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომიც. ოლაფ შოლცი ეწვევა ქალაქ ჩონცინგს და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში. „ვფიქრობ, ჩინეთს აქვს გავლენა […]

მდინარაძე რუსულ კანონზე: ხვალამდე გაძლევთ დროს, გვითხარით რატომ არის დამაზიანებელი

შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ გავიტანდით, არ შევაბრუნებდით და საქართველოში მოხდა ექსტრემიზმის, ლგბტ პროპაგანდის და ათასი რამის შავად დაფინანსება… ჩანდა უკვე, რომ შემოდიოდა გაცილებით დიდი შავი ფული. ანუ ჩვენ, ჩვენ პირობაზე ვიდექით, ხმას არ ვიღებდით და მეორე მხრიდან აყირავებას გვიპირებდნენ პირდაპირ… შენ პირობა დადე, შენ თქვი, რომ არ შემოატრიალებდი და მე კი ახლა ამ […]

ახალი დეტალები ავსტრიის დაზვერვაში რუსული სპეცსამსახურების გავლენის საქმეზე

ავსტრია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯაშუშობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სკანდალის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყნის დაზვერვის სამსახურში ძლიერი რუსული გავლენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა Associated Press-მა საკითხთან დაკავშირებით 29 მარტს დაკავებული ავსტრიის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცრის ეგისტო ოტის დაკავების ორდერი მოიპოვა, რომლის მტკიცებითაც ოტი მობილური ტელეფონის მეშვეობით ავსტრიის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ რუსულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა. […]

ECHR: საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” რუსეთს ევროპული კონვენციის დარღვევები დაუდგინდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კონკრეტული საქმე 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. როგორც დასკვნაშია ხაზგასმული, სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის […]

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 9 აპრილის დილით გაავრცელა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 8 აპრილს 23:35-23:45-ის შუალედში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში მდებარეობს. ამავე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შეასრულეს “ადეკვატური საპასუხო მოქმედებები”. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი წერს, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ცნობა არ […]

ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის პროცესი გაიხსნა

კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში, ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკელი ძმის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის (ბეატიფიკაციის) პროცესი გახსნა. პროცესის ბოლოს დემეტრე თბილელი ნეტარად პაპმა უნდა შერაცხოს. 2024 წლის 9 აპრილს, პროცესის პირველი ეტაპი, ადგილობრივ დონეზე გაიმართება. 2021 წლის 9 აპრილს, ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკელი ბერის, ძმა დემეტრე თბილელის წამებიდან 700 წლისთავი აღინიშნა. ქრისტიანობის დაცვის გამო, იგი ინდოეთში 1321 […]