საფრანგეთის საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს რეფორმები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რეფორმების გატარების დათქმით მიიღო. ფორმულასთან გაკეთებულ კომენტარში, სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების მიღებისკენ მოუწოდებს. “საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი რეფორმები განხორციელდება, კერძოდ, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, ამასთან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციის წინააღმდეგ უკეთ ბრძოლის მიზნით. […]

სეჟურნე: არ გვაინტერესებს რუსებთან საუბარი, რადგან შემდეგ პრესრელიზებად ტყუილებს ავრცელებენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ თქვა, რომ ამჟამად საფრანგეთი რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრით დაინტერესებული არაა, რადგან შემდგომ ისინი პრესრელიზებად ტყუილებს ავრცელებენ. ეს სტეფან სეჟურნემ საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა. თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და სებასტიან ლეკორნუმ მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლზე ტერორისტული აქტის შესახებ ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს, რის შემდეგად […]

ზუზუ ჭიაბერაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამერიკა უფრო გაგვიმკაცრებს ტონს და კანონის მიღების უფლებას არ მოგვცემს

ნაციონალური მოძრაობაში შებრუნებული წევრი ზუზუ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკიდან ტონი კიდევ უფრო გაუმკაცრეს საქართველოს, რაც ნიშნავს იმას, რომ არავინ აპირებს შეეგუოს იმას, რომ საქართველო დაცილდეს დასავლურ სამყაროს და აღმოჩნდეს რუსულ ჭაობში. “მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იქნება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალები და ქმედებაც, თუკი ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გაბედავს […]

ოცნებამ რუსულ კანონზე დეზინფორმაციული ფეისბუქ პოსტები ქალაქებში პლაკატებად გააკრა

რუსული კანონის შესახებ ქართული ოცნების დეზინფორმაცია, რომელიც ფეისბუქმა ფეიკად მონიშნა, ამობეჭდეს და ქუჩებში პლაკატებად გააკრეს. პლაკატები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია. “არც ბიუჯეტის ფულით, არც სპეციალური ნებართვებით ეს არ არის გაკრული. კი, საქმის კურსში ვარ დეტალურად. ქარდები არა, ეს არის საინფორმაციო პლაკატები და ერთი სიტყვა იმაზე ტყუილად არ არის. სხვათა შორის, ისინი რაც გაიკრა, ახლა არ […]

მდინარაძე აშშ-ის განცხადებაზე: სანქციას არ ველოდები… კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, შეერთებული შტატებისგან “არანაირ სანქციას არ ელოდება”. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ “მსგავსი კრიტიკა წარმოუდგენელი უსამართლობაა”. “მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით. წარმოუდგენელია და თუ ეს მართლა ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, […]

რომან გოცირიძე – „ქართული ოცნების“ ელიტას სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება

სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს პროცესი აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაიყინება. „აგენტების კანონის მიღება; 9 რეკომენდაციის არშესრულება, ყველა კანონპროექტი, […]

მამუკა მდინარაძე – ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია, სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! – შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის ქაოსში ჩაბმას აპირებ და მეუბნები, როგორ იკადრე, რომ რაღაც გააკეთე

ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია მიმართულება – სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! – შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის ქაოსში ჩაბმას აპირებ და მეუბნები, როგორ იკადრე, რომ თქვი და სხვა რაღაც გააკეთე, – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. მდინარაძეს მიაჩნია, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით რეალური […]

გიორგი ვაშაძე – ათწლეულები და ასწლეულები ჩავაბეტონებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და წინსვლას, ამას ვერავინ ვეღარ შეაბრუნებს უკან – ევროპა გველოდება და ჩვენც უნდა შევაბიჯოთ ამაყად ევროპაში

გილოცავთ დღევანდელ დღეს, 9 აპრილი არის საქართველოს გამარჯვების დღე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, სადაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა, საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. „ერთიანმა, ძლიერმა ქართველმა ერმა 1989 წლის 9 აპრილის საფუძველზე, 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმ რეფერენდუმის შედეგად, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. „35 წლის წინ საბჭოთა იმპერიამ ნიჩბებით აჩეხა, ტანკებით გადაუარა, ქიმიური იარაღით მოწამლა მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები. 35 წელია ყოველ 9 აპრილს […]

ლევან დავითაშვილი – 9 აპრილი პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია

9 აპრილი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის გლოვის, მაგრამ ამავე დროს გამარჯვების სიმბოლო. ეს დღე პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზუსტად 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა სისხლიანი მანქანა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა […]