კი ევროპას! არა რუსულ კანონს — აქცია რუსთაველზე

კი ევროპას! არა რუსულ კანონს — ამ ლოზუნგით იმართება აქცია-მსვლელობა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. აქციაში მონაწილეები აპროტესტებენ რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებას, რომლის მიღებაზე „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის შემდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში უარი თქვა. · რა ხდება მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ […]
ქოცები იტყუებიან – ნიკა გვარამია

არავითარი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს, ქოცები იტყუებიან: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ლუქსემბურგის სასამართლო) გააუქმა უნგრეთში მიღებული ანალოგიური კანონი, როგორც ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან შეუსაბამო, რითიც დაადგინა ევროკავშირის სტანდარტი. მორჩა. ვინ რას მიიღებს და ვინ რას დააინიცირებს ევროკავშირის ფარგლებში, მნიშვნელობა არ აქვს – ევროკავშირის უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია და მას უნდა შეესაბამებოდეს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობაც და იმ ქვეყნებისაც, […]
“ივანიშვილი, რომელიც გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს გაიგებს ამ განცდას” – ხაზარაძე

3 ათეულ წელზე მეტია დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე რთულ გზას გავდივართ. ცხადია, ამ დროში შეგვეძლო მეტისთვის მიგვეღწია, მაგრამ ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი გვიშლიდა ხელს. მიუხედავად ყველაფრისა, 9 აპრილის იდეალები და სულისკვეთება საქართველოში ცოცხალია და ხელებს დაიწვავს ყველა, ვინც ამ იდეალებს ბოროტად გაეთამაშება. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთში 9 აპრილის ერთ-ერთი შემოქმედის, გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს […]
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. “უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს […]
„თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

„თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს. “თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!”, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“. მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს […]
რატი იონათამიშვილი – ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ „გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება. “ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – […]
შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას […]
მაკა ბოჭორიშვილი – გაუგებარია, როდესაც პარტნიორების მხრიდან რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის ძალიან კარგად ცნობილია – ევროპარლამენტის მხრიდან იყო დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ დაეწყოთ მუშაობა მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე

გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის უცხო არ არის, ძალიან კარგად ცნობილია და სწორედ ამ პერიოდში ხდება მსგავსი მსჯელობები. ევროპარლამენტის მხრიდან იყო მოწოდებები და დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ დაეწყოთ მუშაობა მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე და წარედგინათ ევროპარლამენტისთვის მისაღებად, – განაცხადა „იმედი LIVE”-ში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „უცხოური […]
სანიოლი: არ ვარ გმირი – სიურპრიზების შემოთავაზება შეგვიძლია

ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების მწვრთნელების შეხვედრაზე კომენტარი “ჯვაროსნების” თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა. “ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც პირველად მონაწილეობ. ეს ჩვენთვის სიახლეა და ბედნიერები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეს ვუახლოვდებით. ამას საქართველოში ხალხი ათწლეულები ელოდა და ამის ერთად აღნიშვნა სასიამოვნო გახლდათ. მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულები კი არა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა – […]
უკრაინამ ვორონეჟის რეგიონში რუსულ საავიაციო ქარხანას დაარტყა

უკრაინულმა დაზვერვამ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო GUR-მა, რუსეთის ვორონეჟის რეგიონში რუსული ავიაციის მთავარ საწარმოს დაარტყა. მანამდე, 9 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო. წყარომ თქვა, რომ ქალაქ ბორისოგლებსკში 711-ე საავიაციო სარემონტო ქარხანას დაარტყეს, მაგრამ მიყენებული ზიანის მასშტაბის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. სათვალთვალო კამერების ვიდეომ, რომელიც „როიტერმა“ […]