უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

8 აპრილს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულმა რუსეთის თავდასხმებმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. რეგიონის გუბერნატორმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაშავდა სამხრეთ ქალაქ ზაპორიჟიეში. დაზიანდა სამრეწველო შენობა, შვიდი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხი მართვადი ბომბი ჩამოვარდა ქალაქ […]

დევიდ კამერონი ვაშინგტონში ვიზიტისას ცდილობს, უკრაინის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნოს რესპუბლიკელები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი 9 აპრილს იმყოფება ვაშინგტონში, სადაც შეხვედრებს მართავს რესპუბლიკური პარტიის მაღალი რანგის წევრებთან. შეხვედრების მიზანია, მიაღწიოს უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი დაფინანსების განახლებას. მანამდე ის ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კამერონის თქმით, უკრაინის გამარჯვებას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“. მაგრამ ტრამპი, რომელიც დიდი ალბათობით რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი […]

15 აპრილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. როგორც აქციაზე შეკრებილებს განუცხადეს, დღეს იყო მარში და ამით ბრძოლა არ დამთავრებულა. “ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა. კიდევ იქნება ბევრი ეტაპი და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ამისთვის ვიგეგმებით. ჩვენ […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს და თურქმენეთის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა

მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, […]

უკრაინის დაზვერვის სპიკერი – დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა

დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. “დღეს აგერ [რუსეთმა] გადაწყვიტა FPV-დრონების მეშვეობით ვითომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის იმიტაცია მოეხდინა. უკრაინის პოზიცია გასაგებია, მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანია – ატომურ ობიექტებზე არანაირ სამხედრო ქმედებებს ან პროვოკაციებს არ ვახორციელებთ. ხოლო აგრესორი ბირთვული სადგურიდან უნდა გავიდეს”, – […]

“ხელისუფლება, რას ჩალიჩობთ? ნაცებს ამრავლებთ?” – ზურაბიშვილი

პატივცემულო ხელისუფლებავ, ნაცების დასრულებას ხომ პირდებით თორმეტი წელია ამ ხალხს? არადა თქვენ რომ გისმინოთ ადამიანმა: გიორგი გახარია ნაცია. მამუკა ხაზარაძე ნაცია. ძმები ბერძენიშვილები ხომ იმთავითვე ნაცები იყვნენ. სალომე ზურაბიშვილი რადიკალი ნაცია. წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ნაცი იყო მთელი არასამთავრობო სექტორი და ე. წ. მდიდარი ენჯეოები ნაცების ბუდეა მთელი ევროპარლამენტი მიშისტი ნაცებითაა სავსე. ახლა მგონი ალტინფოც […]

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! – „თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

„თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს. „თავისუფლების მარში“ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!“, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! “. მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად […]

მამუკა ხაზარაძე – ერთი წლის შემდეგ ისევ ვდგავართ, არას ვეუბნებით რუსეთს და კის – ევროკავშირს – „რუსული კანონი“ არ გავა

რანაირი ინტერპრეტაციითაც არ უნდა შემოიტანონ „რუსული კანონი“, ის არ გავა, რადგან მას გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს , – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა. როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, ის, რომ საზოგადოება დღეს კვლავ შეიკრიბა, ნიშნავს იმას, რომ „არას ვეუბნებით რუსეთს და კის -ევროკავშირს“. „ქართული ოცნების“ რიგები თხელდება, ისინი ხვდებიან, რომ არჩევნებს […]

“ივანიშვილმა აირჩია დამღუპველი გზა, რომელიც დაასრულებს ოცნებას” – პეტრიაშვილი

ეს არჩევანი ნაკარნახევი და ნაბრძანებია მოსკოვიდან, მათთვის გამოტანილი განაჩენია, დარწმუნებული ვარ, რომ კრახით დასრულდება და მინდა გითხრათ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, პირველი განცხადებები, ნიშანდობლივი იყო სახდეპის განცხადება, რომ დაგველოდეთ, იყავით ხაზზე და რამდენადაც ვხვდები, არის მცდელობა, რომ გადააფიქრებინონ, მაგრამ არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა, რომელმაც აირჩია თავისთვის დამღუპველი და საბოლოო გზა, რომელიც დაასრულებს […]

უკრაინელი ტექნიკოსები ენერგოსისტემის აღდგენაზე მუშაობენ

გასულ თვეში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშები განაახლა. მან სულ მცირე 8 ელექტროსადგური და ათობით ქვესადგური გაანადგურა. კიევი ამბობს, რომ რუსეთმა ამ თავდასხმებისას 22 მარტიდან მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში 150 რაკეტა და 240 დრონი გამოიყენა. შედეგად, 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. თავდასხმების სამიზნე იყო მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურებიც. არაერთი ადამიანი, ვინც […]