ტუნბერგის დაკავების გამო ბაქომ ნიდერლანდებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა

მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებში შვედი კლიმატის აქტივისტი 6 აპრილს დემონსტრაციაზე ორჯერ დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მომხდარით შეშფოთებული არიან. “შეშფოთებული ვართ ჰააგაში მშვიდობიან დემონსტრაციაზე სახელგანთქმული კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგის დაკავებით. როგორც გაეროს 2024 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტი ქვეყანა, ნიდერლანდების მთავრობას მოვუწოდებთ პატივი სცეს კლიმატის დემონსტრანტებს და […]

უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის – ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ…

ბოლო წლებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმებზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. “კვარას’ შესახებ ბევრმა იცოდა, სხვადასხვა კლუბის ინტერესის სფეროში ისე ვერ მოექცეოდა, მაგრამ ის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მეორე საკითხია, როცა ამა […]

„კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ“ – კახა კალაძე

სამშენებლო მოედნებიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით ამ მიმართულებით ჯარიმები ისედაც არსებობს და დაავალა მოადგილეს, რომ მოხდეს უფრო მკაცრი აღსრულება. მისივე თქმით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია კომპანიებთან საკითხის მოგვარებისთვის. “რამდენიმე წლის წინ, პარლამენტმა მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა […]

13 აპრილიდან 7 მარშრუტზე ავტობუსები დაემატება – რამდენით შემცირდება მოცდის დრო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 304-ე, 307-ე, 311-ე, 315-ე, 339-ე, 351-ე და 385-ე მარშრუტებზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება. მისი თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე დრო სხვადასხვა მიმართულებაზე 6-დან 15-წუთამდე შემცირდება. ჩამოთვლილ მიმართულებებზე ავტობუსები 13 აპრილიდან დაემატება. „ეტაპობრივად მოხდება ყველა მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსების გაშვება, რაც არის უკვე გამოვლენილი სადაც საჭიროა, როგორც კი შემოვა ავტობუსები ყველა მარშრუტზე იქნება გადანაწილებული. […]

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია. გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორის უპირველესია ის, რომ VOLVO-ს პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოში, […]

მადრიდში ქართულმა რესტორანმა Nunuka-მ Michelin-ის რეკომედაცია მეორედ მიიღო

ქართულმა რესტორანმა Nunuka-მ მიშლენის რეკომენდაცია მეორედ მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Caucasus Business Week ავრცელებს. ქართული რესტორანი, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ჩუეკას უბანში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიხსნა და გურმანების ყურადღება მალევე მიიპყრო. 2023 წლის მაისში Nunuka ცნობილ Michelin Guide-ში მოხვდა. მიმდინარე წელს კი, ქართული რესტორანი Michelin-ის ყურადღების ცენტრში მეორედ მოექცა და როგორც Caucasus Business Week წერს, მან […]

“მარჯანიშვილის მეტროს” მიმდებარედ, 15-სართულიანი სასტუმრო აშენდება

აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ, 15-სართულიანი სასტუმრო აშენდება – ამჟამად ადგილზე მდებარე მრავალსართულიანი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაგებობა წარსულში “თბილქალაქპროექტის” ოფისს წარმოადგენდა და ის გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. 3,398 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა აუქციონის გზით 2020 წელს გაიყიდა. უძრავი ქონების მესაკუთრეს შპს […]

წილოსანის აზრით, მსახიობები, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევიან

რუსული კანონის მხარდამჭერი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, მსახიობები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ, პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევიან. წილოსანმა რჩევა მისცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. “ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა […]

კახა კალაძე – იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება. „როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – 11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 […]