მუნიციპალიტეტების უმეტესობაში წყლის ხარისხი არ მოწმდება

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არსებული მუნიციპალიტეტების უმეტესობას თავისი წყლის კომპანია არ ჰყავს და ვერ ხერხდება ბევრ დასახლებულ პუნქტში ოპერირება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებში, უმეტეს შემთხვევაში, სათანადოდ არ მოწმდება წყლის ხარისხი, არ არის მრიცხველები, არ ხდება მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა და ა.შ. ხოლო […]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. „გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ – ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე […]

კახა კალაძე – 13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს

13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, […]

თბილისის მერია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადგილზე გაკრულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია – ეს არის სამართალდარღვევა

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოქვეყნებულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს. „ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და […]

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. „რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც […]

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰონგ-კონგში New Lucky House-ის აპარტამენტების შენობაში ხანძარი დილით გაჩნდა, რის შედეგადაც, 5 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი მამაკაცი და ორი ქალბატონია. ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარმა მდივანმა, ერიკ ჩანმა ხანძრის შედეგად […]

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია. გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორის უპირველესია ის, რომ VOLVO-ს პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოში, […]

SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება

11-14 აპრილს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება – „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა“ (TAF) ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება. TAF-ის გენერალური სპონსორია SOLO. ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს შესაძლებლობას […]

ესპანეთმა ე.წ. „ოქროს ვიზები“ გააუქმა

ესპანეთმა ე.წ. „ოქროს ვიზები“ გააუქმა. კანონი მსხვილ ინვესტორებს ოჯახის წევრებთან ერთად ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, უძრავ ქონებაში სულ მცირე, ნახევარი მილიონი ევროს დაბანდებას ავალდებულებდა. კანონის საფუძველზე 10 წლის განმავლობაში, ესპანეთში ათასზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. „ოქროს ვიზების“ გაუქმების მიზეზად, ესპანეთის მთავრობამ უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულაციების აღმოფხვრა დაასახელა.

მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა – ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია

რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაში მყოფ 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც ამჟამად იჯარით “ნიჟნი ნოვგოროდში” ირჯება, უქმოობა დიდი ხანი მოუწევს. ადგილობრივი პრემიერ ლიგის გასულ ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე “კრასნოდარს” უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით […]