თბილისის მერიამ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. „გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ – ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა […]
სეფაშვილი შესაძლო სანქციებზე: არ იქნება ტრაგედია თუ ვინმეს აშშ-ში წასვლა შეეზღუდება

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება თავად გადაწყვიტოს ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა, ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ [აშშ-ს] ხელთ არ გააჩნიათ, ვერანაირად ვერცერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი [რუსული კანონი] რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ესე ჰაერზე თქმა, რა თქმა უნდა, ყველაფრის შეუძლიათ. ჩვენ […]
ნიკორას მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა – დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. “კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: […]
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ […]
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა – ცნობილია, ვინ არის მისი რჩეული
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა, ამის შესახებ მწერალმა ფეისბუკზე დაწერა და სასიამოვნო სიახლე საზოგადოებას ამცნო. „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ – წერს ის. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.
“დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას” – ილიკო სუხიშვილი

“სუხიშვილების” ხელმძღვანელი რუსული კანონის წინააღმდეგ – ილიკო სუხიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “რეჟიმად” მოიხსენიებს. “დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას”– თქვა ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა რამდენიმე საათის წინ “ტვ პირველის” ეთერში. “ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან” – ამბობს ილიკო სუხიშვილი. საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოვებს […]
ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე – ნინო სუხიშვილი

„სუხიშვილების” დირექტორი რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა – როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონი მეგობარ ქვეყნებს საქართველოზე აზრს შეუცვლის. ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი – სუხიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა. ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი გაკვირვებას ვერ მალავს, რატომ ითხოვს “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსული კანონის ასე […]
“ნებართვა მერიას არ გაუცია, მიმდინარეობს მოკვლევა” – კალაძის მოადგილე პროპაგანდისტულ პლაკატებზე

ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, კახაბერ გულედანი თბილისში გაკრულ პროპაგანდისტულ პლაკატებთან დაკავშირებით: „ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და […]
„1-ელ აპრილს დაფიქსირდა ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი – 600 ათასი მგზავრობა“ – კახა კალაძე

„ველოდებით დამატებითი ავტობუსების ეტაპობრივად შემოსვლას, გამოთავისუფლებული ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტს დაემატება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა. „2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა დღეის მდგომარეობით, გაიზარდა 27%-ით, […]
11-13 აპრილს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით […]