ნიკორას მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა – დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: […]
როგორი ამინდი იქნება 14 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი. თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +22, +24 გრადუსს ვარაუდობენ. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, […]
ჯანდაცვის მინისტრი სკანდალში ეხვევა – რა მოხდა ონკოპაციენტებთან შეხვედრაზე

ჯანდაცვის მინისტრი სკანდალში ეხვევა – ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს ყვირილსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ადამიანები, რომლებიც თვეებია სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებსა და მკურნალობაზე დაწესებული ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ, “პირველებს” უყვებიან, რომ მინისტრი ყვირილის ფონზე მათ სთხოვდა, მისი კრიტიკა ტელევიზიებით შეწყვეტილიყო. მძიმე სენით დაავადებულებს სურდათ, რომ სარჯველაძისგან კითხვებზე პასუხები მოესმინათ, თუმცა ინფორმაციის გაცვლის ნაცვლად, მინისტრი მათ უპირისპირდებოდა. ხმაურიანი შეხვედრა […]
2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – ანგარიში

ჯანდაცვის სამინისტროს „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის“ მიხედვით, 2023 წელს 39 999 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე. ანგარიშში ასევე შრომის ბაზრის სხვა, სახელმწიფო პროგრამებია მიმოხილული. დოკუმენტის მიხედვით, 2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სამუშაო მაძიებელი, აქედან 15 899 – 2023 წელს. 2020- 2023 წლების საქმიანობის ძირითადი […]
ახალი პლატფორმით შემოვდივართ, რომელსაც Myjobs.ge ერქმევა – TNET-ის დირექტორი

ტექნოლოგიურ ეკოსისტემა TNET-ი ახალი პლატფორმის, Myjobs.ge-ს ჩაშვებას გეგმავს. როგორც BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში TNET-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩუმაშვილმა განაცხადა, Myjobs.ge სატესტო რეჟიმში თვის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.
მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც

„ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად არჩევნებში აისახოს, ახლა მთავარია არჩევნებში ცვლილების მიღწევა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ვერ დაგვიცავს რუსეთისგან და სამაგიეროდ, მეგობრებს დაგვაშორებს. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ეს კანონი ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და […]
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს

ისრაელი ირანის ტერიტორიიდან თავდასხმის საპასუხოდ შეტევას ირანში განახორციელებს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს“, – წერს ისრაელ კაცი X-ზე. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა […]
თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ. „ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც […]
გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება

საკურორტო ქალაქების ევოლუციის ეტაპები საკურორტო ქალაქების განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირად საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად, ქალაქის ცენტრი იძენს ფორმას და ხდება ერთგვარი ფოკუსი ტურისტებისათვის. ეს ტერიტორია ნელ-ნელა უფრო და უფრო კონცენტრირებულია ტურისტულ გასართობებზე, რესტორნებზე, მაღაზიებსა და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე. ქალაქის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ტურისტების რაოდენობაც იზრდება, რაც, თავის მხრივ ზედმეტად ტვირთავს […]
შსს-მ „ნიკორას“ მოლარე კონსულტანტი და კიდევ ერთი პირი დააკავა, რომლებიც სუპერმარკეტის მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს იმახსოვრებდნენ, ქულების გახარჯვიდან კი სარგებელს თავად იღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავა. კერძოდ, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი […]