როთი: კანონი უცხოური აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან

კანონი უცხოური გავლენის მქონე აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი, კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერს კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობას წარმოადგენს. ქართულმა ოცნებამ ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველი ხალხის 90%-ს ევროკავშირში სურს გაწევრიანება და არა პუტინის რუსეთში! ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, მიქაელ როთი ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე გავრცელებულ პროპაგანდისტულ პლაკატებს X-ის პლატფორმაზე.

,,კახა, დიდი ფეხბუთელი იყავი, მაგრამ ამასთანავე უსაშველოდ პატარა კაცი ხარ” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია კახა კალაძეს მიმართავს: ,,კახა, დიდი ფეხბუთელი იყავი, მაგრამ ამასთანავე უსაშველოდ პატარა კაცი ხარ.” შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა ფეხბურთელ ქოჩორაშვილის მამას ,,ნაცი” უწოდა.

ფარკასი: ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი Accent-თან ინტერვიუში ქართლი ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-მა სანქციები დააწესოს. ეველინ ფარკასის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდება. “ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის […]

მიხაელ როთი – ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთში! – უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა. „უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერს კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობას წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის […]

კახა კალაძე – ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს – ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა

ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე განცხადებები „ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა არის“. „აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა, მე ასე […]

თამარ გაბუნია – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება – მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. გაბუნიას თქმით, ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. […]

ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კანზას სითის მისურის უნივერსიტეტს (აშშ) შორის გაფორმებული მემორანდუმი საგანმანათლებლო და კვლევით თანამშრომლობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მისურის უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტებისთვის გამოყენებული იქნება სწავლების საფასურისა […]

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე. „აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს […]

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ძლიერი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და […]

აგენტოკრატიის უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ “ენჯეოებს”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, 9 აპრილს, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული აქციის კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, საზოგადოების უმრავლესობა არასამთავრობოების პროტესტს არ აჰყვება. მისივე თქმით, აგენტოკრატების ორკესტრირებული და უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ მათ ბევრი აქვთ დასამალი და ეწინააღმდეგებიან კანონს, რომელიც მხოლოდ ფინანსურ გამჭვივრალობას ეხება და საქმიანობას არავის უკრძალავს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არის ქართული, […]