გამოიღვიძეს ბოროტებით გაჟღენთილმა იდეოლოგებმა – ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, დავით ფოცხიშვილი

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, დავით ფოცხიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების სფეროს კონკრეტული წარმომადგენლების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ბოროტებით გაჟღენთილმა იდეოლოგებმა და მათმა “ნაცისტურმა საამქროებმა” გამოიღვიძეს და ზოგმა კულისებიდან, ზოგმა კი სცენიდან, “რეპლიკები შემოცხეს”. “გამოიღვიძეს ბოროტებით გაჟღენთილმა იდეოლოგებმა და მისმა A კლასის კულტურის ნაცისტურმა საამქროებმა და ერთად შემოცხეს რეპლიკები… ზოგმა კულისებიდან, […]
26 ორგანიზაცია ხელისუფლებას სანქცირებული მოსამართლეების საქმიანობის გამოძიებას მოუწოდებს

26 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას ეხმიანება. „კომერსანტი“ ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე. ერთი […]
ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს – აშშ-ის ელჩი

აშშ-მა, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე გვაწუხებს, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი საქმე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანის თქმით, იმ კანონთან დაკავშირებით, […]
საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმის შეთანხმებას ხელი მოეწერა

2024 წლის 10 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.” დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის […]
ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა – კარგია თუ არა

“როცა ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა – არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი” – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას. დანიგანმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს […]
მდინარაძე ქოჩორაშვილის მამაზე: თუ გახარიას პარტიაშია, ნაცმოძრაობაა, კი

ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა, ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა გამაზოს, რაც არ უნდა არასწორი რაღაცა მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები… თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ ნაცმოძრაობაა, კი. მარტივი ამბავია.
“იუვენტუსი” ზაფხულში “ლაციოს” ნახევარმცველით გაძლიერდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსი” ზაფხულში “ლაციოს” ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონით გაძლიერდება. მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია და ტურინელები 30 წლის ბრაზილიელს ზაფხულში უფასოდ გაიფორმებენ, რადგან მას რომაულ გუნდთან კონტრაქტი ეწურება. ანდერსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში – სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია

“მანჩესტერ “სიტის” შემტევი ბერნანდო სილვა ისტორიაში გახდა მე-2 ფეხბურთელი, რომელმაც “რეალს” ევროპულ ტურნირებზე გოლი ყველაზე სწრაფად გაუტანა. პორტუგალიელმა მადრიდელთა კარი 108-ე წამზე აიღო, მარიო მანჯუკიჩმა კი “იუვენტუსის” მაისურით 2018 წელს ეს 77 წამში შეძლო. შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “სიტის” დაპირისპირება ფრედ, 3:3 დასრულდა. წყვილის განმეორებითი მატჩი 17 აპრილს შედგება.
ისრაელ კაცი: თუ ირანი თავისი ტერიტორიიდან დაგვარტყამს, მათზე იერიშს მივიტანთ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანენ, ისრაელი საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამს. “თუ ირანი იერიშს მოიტანს საკუთარი ტერიტორიიდან, ისრაელი იმოქმედებს და ირანს დაარტყამს.” – წერს კაცი X-ზე. კაცი გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიტყვებს, რომელიც ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ ისინი “უნდა დაისაჯონ და […]
გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე: ისედაც საკმაოდ გამჭვირვალეა უცხოური ფონდების საქმიანობა

დღესდღეობით საქართველოში თუ რამე კეთდება, კეთდება ევროპისა და აშშ-ს სხვადასხვა ფონდის დახმარებით. ისედაც საკმაოდ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. ძალიან დიდი კონტროლია როგორც დონორი ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. მედიცინაში, სამწუხაროდ, თითქმის 100%-ით დამოკიდებული ვართ ევროპისა და აშშ-ს მედიცინის განვითარების დონეზე. ის ყველა ახალი ტექნოლოგია, რაც დაინერგა საქართველოში, დაინერგა ძირითადად ამ ნოვატორების მიერ საკუთარი კერძო ინიციატივების მხრივ […]