ლომინაძე: რა გიქნია, დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის მერე გვინდა რომ კულტურა იყოს პოლიტიკური

ირინე ლომინაძე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, Facebook – პოსტში მსახიობების მიერ რუსული კანონის პროტესტს ეხმაურება. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, მსახიობმა დავით ბუშიტაიშვილმა, სპექტაკლ “მეფე ლირის” შემდეგ რუსული კანონი გააპროტესტა, რის გამოც ირინე ლომინაძემ სოციალურ ქსელში თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი გააკრიტიკა. ირინე ლომინაძის მტკიცებით თეატრის სცენა პოლიტიკური მიზენბისთვის არ უნდა გამოეყენებინათ […]

„საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ხელმოწერა დღეს, 10 აპრილს განხორციელდა. „დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა […]

პროფესორი მაკა ხეცურიანი – არა რუსულ კანონს! – ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ გარდაუვალია

ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუვალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არსებული ხელისუფლებაა, – ამის შესახებ პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ხეცურიანის თქმით, გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული კანონის წინააღმდეგ იმედისმომცემია. „გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის შემდეგ, ევროპული მისწრაფებების მქონე […]

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრ ელჩებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. „ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს […]

ოთარ გრიგოლია – გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსი არ არის არც ფინანსების მიწოდების შეფერხება, არც ვინმეს მტრად გამოცხადება. ამ კანონის ერთადერთი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს, თუ რა მიმართულებით მიედინება ის ძირითადი რესურსები, რომლებსაც დონორები ხარჯავენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი […]

“ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!” – როინ ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას აფიქსირებს. „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ დის შვილის სთორი გამოაქვეყნა. მოგვიანებით, მხოლოდ ამ ფოტოს გამო, მისი გვერდი […]

ავარია წყნეთის გზაზე – ვიდეო

არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი ქალაქი მკლავს, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზაზე საბედნიეროდ არავინ დაღუპულა იარეთ ფრთხილად მეგობრებო, ნუ შეუქმნით თქვენ და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს http://

მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!

მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?! – პასუხი არ არის – დუმილი – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთერთ ჯგუფში დაიდო „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული ბანერი, რომლის ყველა სიტყვას და პუნქტს ეთანხმება და რომელიც წაიშალა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. „არა რუსულ კანონს – […]

მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად – დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს – ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი

ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება. მისი განცხადებით, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ქვეყანას ეშველება. შესაბამისად, კოლეგებს, რომელთა უმრავლესობას კანონპროექტი გადაკითხულიც კი არ აქვს, მოუწოდებს, რომ საკუთარ საქმიანობას პირნათლად მიხედონ და ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო აზრს არ დაუჭირონ მხარი. “ერთი დიდი […]