ბაიდენი თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ოთხშაბათს, თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ძლიერ და მზარდ პარტნიორობას წარმოაჩენენ. ვიზიტის ფოკუსშია აგრესიული ჩინეთის შესაკავებლად ერთობლივ თავდაცვაში თანამშრომლობა. უმაღლეს დონეზე შეხვედრა, თეთრ სახლში მისვლის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება და დახურულ კარს მიღმა შეხვედრით გაგრძელდება. დაგეგმილია ერთობლივი პრეს-კონფერენცია ვარდების ბაღში, […]
Tesla-მ ინდოეთში ავტოქარხნის ასაშენებლად შესაძლოა $2 მლრდ-ის ინვესტიცია განახორციელოს

Tesla მართავს მოლაპარაკებებს Reliance Industries-თან ინდოეთში ავტომობილების ერთობლივი საწარმოს შექმნაში. ამის შესახებ ინდური მედია ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარე თვეში დაიწყო. გამოცემის თანახმად, Tesla-ს ინვესტიციები შეიძლება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იყოს. ქარხანა შესაძლოა აშენდეს მაჰარაშტრას შტატში, რომელიც მდებარეობს არაბეთის ზღვის სანაპიროზე, რაც ხელს შეუწყობს მანქანების ექსპორტს. ოთხშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Tesla-ს აქციები გაიზარდა […]
7-კაცა | მიუნხენში ლიდერებთან

საქართველოს 7-კაცა 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე 18-19 მაისს გერმანიაში, მიუნხენში ითამაშებს. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები ა ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა მოხვდნენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია. ორი ეტაპის […]
ირაკლი კობახიძე – როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია, თუმცა ხელისუფლებას არასოდეს უცდია, გამარჯვებები თავისთვის მიეწერა – სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს

როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია, თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად ესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, მათი […]
IFCN – გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს

ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) უერთდება პრესის თავისუფლების მიმართულებით მომუშავე სხვა ორგანიზაციებს და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, რაც, ფაქტობრივად, „უცხოური აგენტის“ სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს, – ამის შესახებ ნათქვამია IFCN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ასეთ კანონებს შეიძლება […]
ლევან ხაბეიშვილი – უნდათ შიში დათესონ, მისამართი შეეშალათ – ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ

შიში უნდათ დათესონ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავას მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას არ სურს პრობლემებზე საუბარი და ამიტომ ცდილობენ დაშინებას. მისივე თქმით, დაშინებით არც ერთ […]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩების დონეზე ეს ვიზიტი შედგა […]
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია სპორტისა და ხელოვნების „პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ ოპოზიცია ქართული სპორტისა და ხელოვნების „საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს. ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე გააკრიტიკეს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე ნათქვამის გამო. კახა კალაძემ თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილმა […]
ძლიერები, ლამაზები, წარმატებულები – ქართველი ფრენბურთელი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ – Marao

ქართველი ფრენბურთელების სახელი ნელ-ნელა მსოფლიო ასპარეზზეც გაისმის და ამაში დიდი წვლილი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას მიუძღვის. ბოლო დროს მასშტაბურ წარმატებას მიაღწია ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. სერბეთსა და უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე ფრენბურთელებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ტურნირი სენსაციურად დაიწყეს. პირველივე მატჩზე მათ მასპინძელი სერბეთის ნაკრების დამარცხება ანგარიშით 3:2 […]
,,პირველად ვეთანხმები ოცნებას…” – გია ჭანტურია

პირველი არხის ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს: ,,პირველად ვეთანხმები ოცნებას:) ვისაც ევროპა უნდა ნაცია !!! 😘”