,, სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს” – რას წერს ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს: ,„ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში […]
უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში ქვეყნის მონაწილეობის შეწყვეტა

უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში ქვეყნის მონაწილეობის შეწყვეტა. ამ ზომას მხარი დაუჭირა პარლამენტის 177-მა წევრმა, ხუთი წინააღმდეგი იყო. ახლა გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მოაწეროს ხელი. ნატოს ქვეყნებმა, მათ შორის უნგრეთმა, შარშან ნოემბერში მიიღეს ერთობლივი განცხადება იმის თაობაზე, რომ უვადოთ წყვეტენ ხელშეკრულებაში მონაწილეობას. ეს იყო რეაქცია ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლაზე 2023 წლის 7 ნოემბერს. […]
მიხეილ სარჯველაძე – ვმუშაობ იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ხმა მოუსმენელი არ დარჩეს – ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა საჭირო არ არის

მინდა ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ხმა მოუსმენელი არ დარჩეს. მოსმენისთვის ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა საჭირო არ არის , – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გუშინ […]
ლაშა ცანავა – ჩემთვის ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი – მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ

ჩემთვის ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი – მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწემ, ლაშა ცანავამ განაცხადა. ლაშა ცანავას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები მოაგვარონ, მას პროკურატურაში იბარებენ. “ დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ […]
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. მათი ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარეგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის […]
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” დაიწყო

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO) ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისთვის. ღონისძიებებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან 30-მდე […]
ონკოპაციენტები მინისტრს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. როგორც კავშირი „სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ამბობს, გუშინ, 9 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრი კრიტიკამ წყობიდან გამოიყვანა და ონკოპაციენტებს ჩხუბი და ყვირილი დაუწყო: „მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი ონკოპაციენტებს, როდესაც ვუყვებოდით მას ჩვენს პრობლემებს და ერთ-ერთმა ჩვენგანმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, რომელიც გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი. ყვირილი ნამდვილად […]
„Facebook-მა მომხმარებლების პირადი შეტყობინებები Netflix-ს 100 მილიონ დოლარად მიჰყიდა“ – Tech Explorers

გასული წლის აპრილში კომპანია Meta-მ Facebook Watch-ზე Netflix-ის ორიგინალური ვიდეოების მხარდაჭერა შეწყვიტა – ამის შესახებ ინფორმაციას Tech Explorers ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება Meta-ს ხარჯების შემცირების ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც ასევე თანამშრომლების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. ანტიმონოპოლიური სარჩელიდან ცოტა ხნის წინ Meta-ს წინააღმდეგ გამჟღავნებული სასამართლო დოკუმენტებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ნაბიჯზე გავლენა Meta-ს Netflixt-თან, როგორც მის ერთ-ერთ მთავარ სარეკლამო […]
ხაბეიშვილის თანაშემწეს, 15 წლის წინანდელს საქმეზე, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დღეს ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს, ლაშა ცანავას ბრალი წარუდგინა. “ჩემს თანაშემწეს, პარლამენტში, ლაშა ცანავას ხელისუფლება დღეს, 17:00 საათზე აკავებს… 2009 წელს რაღაც “დააშავეო” და 2024 წელს იჭერს … გარდა თანამშრომლისა ლაშა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ნდობით აღჭურვილი ადამიანია.