“უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის” – განცხადებები სენატში

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ეს არის კითხვა, რომლითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” – USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს მიმართა. “მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა […]

ჩერგოლეიშვილი რუსულ კანონზე: ილიას დატოვებულ საქმეს რაცხავენ უცხო ქვეყნის სამსახურად

უმარტივესია. ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, თავისუფალ მედიას [რაცხავენ უცხო ქვეყნის ინტერესად]. ტაბულა ნამდვილად არის თავისუფალი მედია, თავისუფალი მედია არ ნიშნავს იდეოლოგიისგან თავისუფალ მედიას, თავისუფალი მედია ნიშნავს რეჟიმის გავლენისგან და პარტიული გავლენისგან თავისუფალ მედიას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ტაბულა არ ემსახურება საჯარო ინტერესს, თვითონ ქოცებიც აღიარებენ იმას, რომ ტაბულა არის ზუსტი პუბლიკაცია, ტაბულა ამოწმებს, თოვლი რომ […]

პაუერი: უცხოური აგენტების შესახებ მსგავს კანონს ევროპაში ადგილი არ აქვს

ჩვენ გვინახავს, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ვერსიას სხვადასხვა ადგილას გამოუჩენია თავი. ამის შედეგს წარმოადგენს ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე. და, რა თქმა უნდა, საქართველო, რომელიც ახლა ადგას გზას ან ცდილობს ევროპისკენ გზას დაადგას, ამ მხრივ აღიარებაც მოიპოვა და ამბიციაც მხარდაჭერილია, უცხოური აგენტების შესახებ მსგავს კანონს ევროპაში ადგილი არ აქვს. ადამიანის უფლებები […]

შაჰინი რუსულ კანონზე: საქართველო ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ ევროპაში ინტეგრაცია სურს

სენატორი ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მისი მიღების პროცესი, რადგანაც ეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის საზიანო იქნება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მთავრობა მოუსმენს საქართველოს მოსახლეობას და ევროპისკენ სვლას გააგრძელებს. “სენატმა უკვე გამოხატა შეშფოთება კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ ქართველმა ხალხმაც გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინა ჯერზე, […]

ეკა სეფაშვილი – წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის – ანალოგიური შეკითხვა მაქვს დანიგანთან: ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა თანხა, რითაც ასე ამაყობთ

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ „დახმარებას“ უწოდებს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს. როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 […]

ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაზე – მძიმედ დაუმთავრდებათ, მათ გამოც ვწუხვარ – ისტორია შემოინახავს მათ საუბრებსაც, დამოკიდებულებასაც და ღალატსაც

როგორი შეურაცხყოფაა, როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება, ეს ხომ პირადად გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახის შეურაცხყოფაა, როდესაც მის მშობელზე მამაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილის თქმით, ისტორია აუცილებლად შემოინახავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დამოკიდებულებას და ქვეყნის მიმართ ღალატს. „ხომ შეიძლება […]

მუსლიმი თემი რამადან-ბაირამს თბილისის ჯუმა-მეჩეთში ზეიმობს

დღეს, მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, რამადან-ბაირამი აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. თბილისის ჯუმა მეჩეთს ეწვია და მუსლიმ თემს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩამოყალიბებულ მრავალსაუკუნოვან, ისრტორიულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. „ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და განვითარებისთვის. […]

ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის 3 ვაჟი ემსხვერპლა – მედია

გამოცემა Al Jazeera პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო Shehab-ზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშს ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას 3 ვაჟი ემსხვერპლა. როგორც გამოცემა წერს, თავდასხმა შათის დევნილთა ბანაკზე განხორციელდა და სამიზნეები სწორედ ჰანიას ვაჟები და მათი შვილები იყვნენ. Al Jazeera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ისმაილ ჰანიას, სულ მცირე, 3 შვილიშვილიც. IDF-ს იერიშთან […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, კვალეთის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, სომხეთის, სათემოს, ახალუბნის, […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 10 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.33 თეთრით გაუფასურდა. 10 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6729 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9038 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.