USAID-ის ხელმძღვანელი – საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე – უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის

USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, “უცხოელი აგენტის” შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვვის თავისუფლებაზე. სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო […]

სენატორი ბენ კარდინი – პუტინის სტილის კანონი – დავუკავშირდი საქართველოს ელჩს, რათა გადამეცა შეშფოთება, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე

“პუტინის სტილის” კანონი – ასე აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სენატორი ბენ კარდინი. მისი თქმით, შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა. მან მადლობა გადაუხადა სენატორ შაჰინს, რომელმაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომამაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. „სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის […]

სენატორი ჯინ შაჰინი – ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ – ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? , – ამ კითხვით მიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” – USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს. მან განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებაზე […]

„თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ უკვე დიდი ინტერესია მსოფლიოში მოწინავე ოპერატორი კომპანიების მხრიდან“ – მარიამ ქვრივიშვილი

„თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულად ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება“, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს თბილისს ორი პარალელურად ოპერირებადი აეროპორტი ექნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში მიდის მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს არსებული აეროპორტის ტერიტორიის განვითარება. „არსებულ აეროპორტს ჰყავს ძალიან […]

მითხარით რომელი პუნქტია რუსული და საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს”. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში. “რა […]

კონტემ დე ლაურენტისს ულტიმატუმი წაუყენა – საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია

Il Mattino-ს მტკიცებით, დიდი შანსია ანტონიო კონტე “ნაპოლის” ჩაუდგეს სათავეში. გამოცემა წერს, რომ კონტემ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს იანვარში უარი განუცხადა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, ვინაიდან საზღვარგარეთიდან შეთავაზებები არ მიუღია, ხოლო იტალიის წამყვანი გუნდები მწვრთნელების შეცვლას არ გეგმავენ. ერთადერთი ცვლილება შეიძლება “იუვენტუსში”მოხდეს, სადაც მასიმილიანო ალეგრის გადაყენებას და მის ნაცვლად ტიაგო მოტას დანიშვნას აპირებენ. […]

,, ჟირინოვსკიც კი გადატრიალდება საფლავში, რასაც მათ დაფინანსებებში ვნახავთ” – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს: ,,ელენე ხოშტარიასი და ვარლამ გოლეთიანის ევროპული გრანტები მაინტერესებს მე პირადად ყველაზე მეტად ♥️😂🙏 ჟირინოვსკიც კი გადატრიალდება საფლავში, რასაც მათ დაფინანსებებში ვნახავთ… 😂”

ომის დაწყების შემდეგ თურქეთის ექსპორტი ისრაელში 30%-ით შემცირდა

თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ომი დაიწყო, 2023 წლის ოქტომბერში. ამას თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები ადასტურებს. დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 20 მარტამდე თურქეთ-ისრაელის ვაჭრობის მთლიანი მოცულობა თითქმის 33%-ით დაეცა. თურქეთის ექსპორტი ისრაელში 30%-ით, ხოლო იმპორტი ისრაელიდან 43,4%-ით შემცირდა. კერძო პირები და […]

PSC-ის დელეგაცია – საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა

ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა , – ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომლებიც ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. დელეგაციის პრესრელიზის თანახმად, ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში PSC-ის პირველი მსგავსი ვიზიტის ფარგლებში PSC-ის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრებში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე „მომენტით სარგებლობის” მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. „2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული […]

კახა კალაძე – ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ „კანონი რუსულია“, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო

პროექტებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენაა მიმართული, დონორი ორგანიზაციები ვერ დააფინანსებენ და სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად ფიქრობდა, რომ კანონის შემოღება დონორი ორგანიზაციებისთვისაც გამოსავალი იქნებოდა, რადგან არსებობს მაგალითები, როდესაც მათი დაფინანსებით “რევოლუციის ტრენინგებს აწყობდნენ”. კახა […]