გერმანიის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც ელჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მათ ე.წ. უცხოური აგენტის შესახებ კანონსა და ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით ისაუბრეს. “მადლობა ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას დეტალური და გულწრფელი გაცვლისთვის, განსაკუთრებით გერმანიის შეშფოთებასთან დაკავშირებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტთან და ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძისა და ოლაფ […]
PSC დელეგაცია – ბევრი დრო არ არის – ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ

ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, – ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023 […]
„უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის“ — USAID-ის ხელმძღვანელი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ სამანტა პაუერის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში ჩნდება რუსეთის უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონები, თუმცა ევროპიაში მსგავსი კანონის ადგილი არ არის. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც USAID-ის 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, სენატორმა ჯინ შაჰინმა სამანტა პაუერს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების […]
გერმანიის სამრეწველო წარმოება თებერვალში 2,1%-ით გაიზარდა

Destatis-ის მონაცემებით, გერმანიის სამრეწველო წარმოება თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა, რაც ერთ წელიწადში ყველაზე მაღალ ზრდას აღნიშნავს. ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ბაზრის პროგნოზი – თვეში 0,6%, იანვრის 1,3%-იანი ზრდის შემდეგ. გაუმჯობესება განაპირობა სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანმა ზრდამ – 7.9%-ით. ამის საპირისპიროდ, ენერგეტიკულ სექტორში წარმოების 6.5%-ით კლებამ შესამჩნევი უარყოფითი გავლენა მოახდინა მთლიან მაჩვენებელზე. წლიურ […]
იტალიაში ელექტროსადგურზე ავარიის შემდეგ დაკარგულთა პოვნის იმედი იწურება

ჩრდილოეთ იტალიაში ელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი მცირდება. ამის შესახებ 10 აპრილს იმ მეხანძრეებმა განაცხადეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ 4 ადამიანს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ. 9 აპრილს მიწის ქვეშ მდებარე ნაგებობაში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც მოგვიანებით აფეთქება მოჰყვა, დაკარგულებთან ერთად, მაშველების ინფორმაციით, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. ჰიდროელექტროსადგური, რომელიც „ენელ გრუპის“ ნაწილია, ბოლონიიდან […]
ამერიკა უკრაინას “ჰოკის” ტიპის რაკეტებს და სხვა სახის დახმარებას გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას 138 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიჰყიდის „ჰოკის“ ტიპის [HAWK] ტიპის, იგივე “ქორისებრი” საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაკეთებლად და განსაახლებლად. დახმარების გამოყოფის მიზანია კიევს დაეხმაროს რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმებისგან თავის დაცვაში. ამის შესახებ 9 აპრილს „როიტერს“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა. ამერიკამ უკრაინას HAWK-ის რაკეტები პირველად 2022 წელს, რუსეთის […]
რუსმა მილიარდერმა ბრიტანეთის სასამართლოში სანქციებთან დაკავშირებული საქმე მოიგო

რუსმა მილიარდერმა მიხაილ ფრიდმანმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა პიოტრ ავენმა იშვიათი გამარჯვება მოიპოვეს ევროკავშირის სასამართლოში იმ სანქციების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ეკონომიკურმა ბლოკმა დაუწესა. მოგებული დავის მიუხედავად, ისინი ამ დრომდე სადამსჯელო ზომების მოქმედების ქვეშ რჩებიან. ევროკავშირის სასამართლომ (ECJ), რომელიც ეკონომიკური ბლოკის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, 2022-2023 წლებში რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა იმ მიზეზით, რომ ბლოკმა ვერ უზრუნველყო […]
ჰამასი ვერ შეძლებს 40 ისრაელელი მძევლის შერჩევას პალესტინელ პატიმრებში გადასაცვლელად

აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ 40 ისრაელელი მძევლის შერჩევას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მათ გადასაცვლელად. CNN-ის თანახმად, მოლაპარაკებებზე, რომელიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს, წამოაყენეს წინადადება, ღაზაში მძევლად მყოფი 40 ისრაელელი გადაეცვალათ რამდენიმე ასეულ პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის ციხეებში იხდიან სასჯელს. ჰამასს შესთავაზეს გადაცვლისთვის ისრაელელ მძევალთა […]
PSC საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10-11 აპრილს საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. კერძოდ, პრესრელიზში ნათქვამია, რომ “დრო ცოტაა და ახლა საჭიროა ცხრა დათქმის შესრულება” და ამასთანავე იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ გზას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას […]
ხელისუფლებასთან წამოიჭრა შეშფოთება “გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით – EU-ს დელეგაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 2024 წლის 10 აპრილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე 2023 წლის 8 აპრილს ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა […]