ენტონი ბლინკენი იოავ გალანტს – აშშ დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით. „მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის […]

რუსებმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს

რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განაახლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის „ოლენას“ აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა. მათივე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები მოძრაობდნენ გაშვების ხაზების მიმართულებით. ამასთან, უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში […]

ჯო ბაიდენი – ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით […]

ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსაძიებლად გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

უკრაინულმა მხარემ იცის, სად არის Patriot-ის სისტემები და ყველა დონეზე მუშაობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიპლომატებმა განიხილეს ნაბიჯები, […]

“ამ ვიდეოს გამოქვეყნება აკრძალული იყო – ეს ძალიან დიდი ზარალია რუსებისთვის” – ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს: ამ ვიდეოს გამქვეყნება გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო, ეხლა ხსნილია. მოკლედ არის ესეთი რადიო-ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი ( РЕБ) ” ПОЛЕ 21″ . ეს არის მართლაც სუპერ თანამეროვე რუსების კომპლექსი, რომელსაც შეუძლია 25 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ჩაახშოს , უპილოტოები, ჰაიმარსი დამიზნება, ხელოვნური თანამგზავრის ჯიპესის და სტარლინგის სიგნალები, […]

თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ “ივერიონი” დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის, ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში გორის “ივერიონი” 92:81 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობის შემდეგ რანგით მეორე ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასი შარშანაც მოიგო და ტიტულის შენარჩუნება წლეულს მოახერხა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორედ მოხდა. თავის დროზე თასის გათამაშება […]

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა

ოთხშაბათს ევროპარლამენტმა დაამტკიცა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი. დამტკიცდა ევროკომისიის მიერ ადრე მომზადებული ათივე საკანონმდებლო ინიციატივა. რეფორმა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომაც, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა. შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთისა. იგი მხოლოდ მცირე სხვაობით დამტკიცდა – სხვადასხვა კანონპროექტს საშუალოდ ხმა […]

„ენჯეოების“ ფინანსები დეკლარირებული კი არის საგადასახადო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი, რადგან ის არის კონფიდენციალური

„ენჯეოების“ ფინანსები დეკლარირებული კი არის საგადასახადო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი, რადგან ის არის კონფიდენციალური „ასეთი კითხვაც ისმის ხოლმე, რომ ხომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალე და დეკლარირებულია, ხომ ისედაც ხედავს ფინანსთა თუ იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებს, ამიტომ, რაღა საჭიროა ცალკე რეესტრის შექმნაო“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ […]

სენატორი კარდინი რუსულ კანონზე: ეს არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ

სენატორო შაჰინ, ვაფასებ რომ ახსენეთ საქართველოს მცდელობები, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და სწორი მიმართულებით სვლას. ეს ნამდვილად არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. მე დავუკავშირდი მათ ელჩს ჩვენი წუხილის გასაზიარებლად იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა მართლაც მოახდინოს გავლენა საქართველოს მიმართულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე. სენატორი […]

რუსეთის შსს-მ ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, რომელიც საქართველოში წავიდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, ლიდია პრუდოვსკაიაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის მუხლით. ამის შესახებ გამოცემა „ვოტ ტაკ“ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არსებულ ჩანაწერზე დაყრდნობით. უწყებაში მიუთითებენ, რომ პრუდოვსკაია სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ მუხლს არ აკონკრეტებენ. პრუდოვსკაია ცხოვრობდა არხანგელსკის ოლქის […]