ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. როგორც ლევან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომელთა ინიციატივაც კომისიამ არ გაითვალისწინა. როგორც შენგელიამ აღნიშნა, მესამე სექტორის ორ წარმომადგენელს გუშინდელ სხდომაზე ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ. […]
ზუგდიდი-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ185-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის – „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. […]
ირანის საფრთხის ფონზე, ბაიდენი ისრაელს “რკინასავით მტკიცე” მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი ირანის თავდასხმის საფრთხის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს “რკინასავით მტკიცე” მხარდაჭერას ჰპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორისადმი მიდგომას არ ეთანხმება, აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანის საფრთხის წინააღმდეგ ისრაელის უსაფრთხოების […]
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანგარიში – სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად – „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებულ პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აფასებს, თუ რა გაკეთდა ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს […]
ბექა ლილუაშვილი – ტყუილებში ჩაკარგულ, „გადამგდებ“ „ოცნებას“ ცეცხლი უკიდია, ხანძარი აქვს და თავისი მოქმედებებით ყველგან ცეცხლს აჩენს

რაც ბოლო დღეებში ჩანს ისაა, რომ ტყუილებში ჩაკარგულ, „გადამგდებ“ „ოცნებას“ ცეცხლი უკიდია, ხანძარი აქვს და თავისი მოქმედებებით ყველგან ცეცხლს აჩენს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის, რაც „აგენტების რუსულ კანონთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მიზანმიმართულად დაპირისპირება“. „ამ ტყუილებში ჩაკარგული პარტიის ე.წ. ლიდერებისგან – კატეგორიულად […]
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა

5-7 აპრილს, საქართველოში პირველი შემეცნებითი კორპორატიული ტურნირი -„პეტრას განძი“ ჩატარდა. თამაში „ფორტ ბოიარდისა“ და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის – „ინდიანა ჯონსის“ მოტივებზეა შექმნილი და ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული. მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს. უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას […]
„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი – ველოდებით თარიღს, როდიდან იქნება ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა – თუ თარიღი არ გვეცოდინება, საჭირო ზომებს მივიღებთ

ჩვენი თვითმიზანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას სიარული, ჩვენ ველოდებით სამშაბათის ბრიფინგს, რომ ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდიდან იქნება ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა – თუ ეს თარიღი არ გვეცოდინება, ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ, – ამის შესახებ ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზაცია მოთხოვნების მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებს. […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 39 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 39 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 82 რაკეტა და დრონი გაუშვეს. „მადლობა ცის ყველა დამცველს, რომელმაც ოკუპანტების მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოიგერია. ერთად გამარჯვებამდე!“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა. დღეს, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო […]