ზელენსკი: გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და არა ხანგრძლივი დისკუსიები

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი კომბინირებული თავდასხმისას 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 20 ფრთოსანი, 6 აერობალისტიკური, 12 საზენიტო მართვადი და 4 საავიაციო მართვადი რაკეტით და 40 უპილოტო საფრენი აპარატით. გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 39 დრონი, 12 ფრთოსანი რაკეტა და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა. […]
ზუგდიდი-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ185-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩინური ელექტრომობილების ექსპორტის ბუმმა სატვირთო გემებზე მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა

ელექტრომობილების ექსპორტის ბუმის ფონზე ჩინეთში ავტომობილების გადასაზიდად რეკორდული რაოდენობის გემების შეკვეთა ხდება, რითაც შესაძლოა ჩინეთის ფლოტი 2028 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გახდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გადაზიდვის საკონსულტაციო კომპანიის Veson Nautical-ის თანახმად, ჩინეთს აქვს მსოფლიოში მერვე უდიდესი ფლოტი 33 ავტოგადამზიდი გემით. ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზე დიდია იაპონიის ფლოტი 283 გემით, შემდეგ მოდის ნორვეგია (102 გემი), […]
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის მოსმენა იმართება, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს

პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს. ცესკოს ფორმირების მიზნით კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა – ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი – აღნიშნულ […]
ელჩი – ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი

უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში, […]
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 2 მებრძოლი გაანეიტრალეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყაბარდო- ბალყარეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 2 მებრძოლი გაანეიტრალეს. „სროლის შედეგად დაღუპული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი ბანდიტური დაჯგუფების წევრები რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე დივერსიული და ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ“, – ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ავტომატური იარაღები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ადგილზე ოპერატიული სამძებრო სამუშაოები და […]
გია ვოლსკი – იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, საკმაოდ ლოიალურია, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს დასავლეთსა და რუსეთს

იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, საკმაოდ ლოიალურია, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს იგივე დასავლეთს და რუსეთს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უამრავი პოზიტიური პროექტია, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, „რომელიც მართლა საქმეზე არის ორიენტირებული“. „ევროპულ პერსპექტივას ეწინააღმდეგება მთელ საზოგადოებას შთააგონო, რომ არავითარ შემთხვევაში, დონორი ორგანიზაციები არ […]
ცოლზე ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს […]
გიგა მაქარაშვილს პოსტის წაშლა მოუწია

გიგა მაქარაშვილს პოსტის წაშლა მოუწია უკრაინაში დაქირავებულ გიგა მაქარაშვილს პოსტის წაშლა მოუწია, რომელშიც ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირკველიას, კახა კალაძესთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატეს უწოდებდა.
რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის? არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე – თავმოყვარე იდიოტი

რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის? არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე – თავმოყვარე იდიოტი “ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოაჩინა რუსული ოკუპაცია და მანამდე, ზოგი მიხალკოვებთან ერთად პოზიორობდა კრემლში და ზოგი “ლაბუდაბუდეის” უძღვნიდა მოსკოველ მსმენელს,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების […]