SOCAR Team-ი ტურნირ “პეტრას განძის” გამარჯვებული გახდა

5-7 აპრილს, საქართველოში პირველი შემეცნებითი კორპორაციული ტურნირი -„პეტრას განძი“ ჩატარდა. თამაში „ფორტ ბოიარდისა“ და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის – „ინდიანა ჯონსის“ მოტივებზეა შექმნილი და ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული. მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს. უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას […]
ალონსომ ახსნა, რატომ გადაწყვიტა “ლევერკუზენში” დარჩენა

“ლევერკუზენის” მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ ახსნა, რატომ გადაწყვიტა “ბაიერნში” დარჩენა და მომავალ სეზონშიც “ფარმაცევტთა” გაწვრთნა. “ბევრი მიზეზი იყო. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით გუნდი, რომელსაც საოცარი სულისკვეთება გამოარჩევს. სეზონი ჯერჯერობით კარგად მიდის და, რა თქმა უნდა, გვინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ვგრძნობ, რომ მისი ნაწილი ვარ. ერთი სეზონის შემდეგ არ მეგონა, რომ წასვლის შესაფერისი დრო იყო, […]
ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს. საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია. „ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში […]
პაატა მანჯგალაძე – „გორბის“ კვლევას ასე დავარქვი – „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ – არ მგონია, მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს

„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი – „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ – არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს „გორბის” კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება “გამარჯვების კოალიციის” რეიტინგს, მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ეს გაერთიანება 40%-ს […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ

ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს საშუალებას, არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაღაზიაში შესვლის, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი […]
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 14 ავტომატური და 2 მობილური. მათივე […]
პაველ ჰერჩინსკი კითხვაზე: რამდენად შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტი ევროკავშირისკენ გზაზე დაბრკოლება გახდეს – ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და რთული იქნება, გააკეთოს პოზიტიური შეფასება კანონის მიღების შემთხვევაში

ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში,- ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო […]
ნინო დოლიძე – თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე

თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ძალიან ცუდია […]
მივესალმებით “საქართველოს ბანკის ჯგუფის” მიერ AmeriaBank-ის ყიდვას – ინტერვიუ სომხეთის ცენტრ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

AmeriaBank-ი, რომელიც სომხეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია, გაიყიდება – გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ “საქართველოს ბანკის ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს ბანკის” მფლობელია ბანკის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ხოლო 29 მარტს მან გარიგებაზე სომხეთის ცენტრალური ბანკის თანხმობაც მიიღო. გარიგების შედეგად, “საქართველოს ბანკის ჯგუფი” AmeriaBank-ის 90%-იანი წილის მფლობელი გახდება, ხოლო ბანკის მინორიტარი აქციონერის პოზიციას შეინარჩუნებს EBRD-ი. გარიგების შესახებ BMG-ის სომხური […]
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, ყაბარდო-ბალყარეთში 2 ტერორისტი მოკლეს

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ ნალჩიკში სპეცოპერაცია ჩაატარეს და მოკლეს ორი ტერორისტი. აქამდე რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ნალჩიკის მიმდებარედ ალყაში მოაქციეს შეიარაღებული პირები, რომლებსაც, უწყების მტკიცებით, დანებება შესთავაზეს, თუმცა მათ საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს. როგორც უწყებაში ირწმუნებიან, მოკლული პირები საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და გეგმავდნენ ყაბარდო-ბალყარეთში დივერსიებისა და ტერაქტების ჩატარებას. […]