„კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან“ – პაველ ჰერჩინსკი

„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში“,- ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო […]

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები – სპეციალური ფასდაკლება, ქეშბექი ან უფასო მომსახურება დააწესა. სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google Workspace, Hotjar, Adobe Acrobat, Notion, Monday.com, HubSpot და სხვა. […]

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 2 მობილური. ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]

პატიმრობაში მყოფმა გირკინი მოითხოვს, მიეცეს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის საშუალება

პატიმრობაში მყოფი რუსი ულტრანაციონალისტის იგორ გირკინის (სტრელკოვი) ადვოკატი მოითხოვს, პატიმრობის ნაცვლად მის დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის საშუალება მიეცეს. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გირკინს “ექსტრემიზმისკენ მოწოდების” ბრალდებით თავისუფლების 4 წლით აღკვეთა 25 იანვარს შეუფარდა. მისმა ადვოკატმა, ალექსანდერ მოლოხოვმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და განხილვა 15 მაისს არის ჩანიშნული. რუსული მედიის მტკიცებით, მოლოხოვმა აპელაციას თან დაურთო […]

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი მუშაობას აჩერებს

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ მუშაობა შეაჩერა. შენგელიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით მან სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო სექტორიდან 2 წარმომადგენელს, ნინო ჩხობაძესა და ზაურ ხალილოვს, რომლებმაც მოითხოვეს, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვამდე საკონკურსო კომისიის მოსმენა გადადებულიყო, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა. “გუშინდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კომისიის ორმა წევრმა კომისიას განცხადებით მიმართა […]

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „აგენტების კანონის“ შესახებ საქართველოს ელჩს დაუკავშირდა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, USAID-ის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ჯინ შაჰინის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი […]

ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. “ასევე, 2023 წლის […]

დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს – რა პუნქტის შეტანას აპირებს “ნაპოლის” პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

Il Mattino წერს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს. “დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია. “ნაპოლის” პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა – ის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუთი საქმიდან, სამ საქმეზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა. „ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ, ჯამში, 105 988 ევროს გადახდა მოუწია. ევროკომისიის რეკომენდაციის […]

ნაზი ჯანეზაშვილი – ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა. მისივე შეფასებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად შესრულდა, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებებზე დაწყებული მუშაობა. როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებული პირობები, რომელიც 9 ნაბიჯის ფარგლებშია მოცემული არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ერთ-ერთი არის სასამართლო რეფორმის შესრულება […]