ბადრი ჯაფარიძე – ახლა რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ. რუსული კანონის მეშვეობით აკეთებს, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ

ახლა რასაც „ქართული ოცნება” ე.წ. რუსული კანონის მეშვეობით აკეთებს, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება” დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ გამოირიცხოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან. „ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰერჩინსკიმ ძალიან დიდი გულდაწყვეტით ისაუბრა იმაზე, […]
ნინო ლაცაბიძე – რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს

რუსთავის მერია მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩასატარებლად ემზადება. რუსთავის მერიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი, წელს ასამდე ხელოვანმა გამოთქვა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათივე ცნობით, რუსთავის მედიათეკაში, სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები განიხილა დღეს სპეციალურმა კომისიამ და საწყის ეტაპზე ის 16 ნამუშევარი შეარჩია, რომელსაც მოქანდაკეები ადგილზე შექმნიან. „რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი […]
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, გაძვირდება თუ არა საწვავი, ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, გაძვირდება თუ არა საწვავი, ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც იობაშვილმა განაცხადა, დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, ჯერ ნორმალური სიტუაცია არის, მაგრამ თუ საწვავის ბაზარზე ფასები მოიმატებს, ეს საქართველოზეც აისახება. „მარტო ის ფაქტორი, რომ რუსეთმა შეაჩერა საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდება, ეს ფაქტორი არ იმოქმედებს საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარზე. მხედველობაში მქონდა […]
ფოთის მერი – ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე

ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 460 940 ლარს შეადგენს. როგორცფოთისმერიაშიაღნიშნავენ, საბავშვობაღისშიდაინფრასტრუქტურადაგარესივრცეთანამედროვესტანდარტებისმიხედვითმოეწყობა. შენობაადაპტირებულიიქნებაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთათვის. „აღნიშნულ ლოკაციაზე N1 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადგილზე სკოლამდელი აღზრდის მრავალწლიანი ისტორია გაგრძელებულიყო. შესაბამისად, […]
ფინეთის პრეზიდენტი – უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსებს ესმით ის, რომ მათი „შესაძლებლობის ფანჯარა“ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაიხურება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას ახლავე დავეხმაროთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებმა უკრაინას შესაბამისი მხარდაჭერა უახლოეს თვეებში უნდა აღმოუჩინონ, […]
ბორდოში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 10 აპრილის საღამოს დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო ერთ მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი ბორდოს პოლიციამ შემთხვევიდან მალევე მოკლა, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა. Agence France Presse-ის პოლიციის წყაროს ცნობით, ამჟამად თავდასხმა ტერორიზმთან არაა დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელსა და მსხვერპლებს შორის შელაპარაკება მოხდა და ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მოკლული […]
2023 წელს სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა ₾1 მლრდ-ს გადააჭარბა, წმინდა მოგება 90%-ით გაიზარდა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო. სადაზღვევო კომპანიების […]
ლუკასის მეღვინეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

2013 წლიდან ღვინის მწარმოებელი ბუტიკური მარანი ,,ლუკასი”, რომელიც განსაკუთრებული ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს აწარმოებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ შერჩეული, საუკეთესო ყურძენი, რომლის ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ექსკლუზიური თვისებების მისაღებად ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში ძველდება, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს. ლუკასის მეღვინეობა აწარმოებს მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს საფერავს სახით […]
სულ 50 ეგზემპლარი – გვარდიოლას საათის ღირებულებამ, რომელიც “რეალთან” მატჩში ეკეთა, ყველა გააოცა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “სიტის” უმასპინძლა და ფრედ, 3:3 ითამაშა. Daily Mail წერს, რომ მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ამ შეხვედრის მიმდინარეობისას საათი ეკეთა, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიონი ფუნტია. ეს საათი ელიტარულმა ბრენდმა Richard Mille-მ სპეციალურად ჩოგბურთის ვარსკვლავ რაფაელ ნადალისთვის შექმნა. მისი სახელი Caliber RM27-01-ია და სულ 50 ეგზემპლარია გამოსული.
უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი სამხედრო მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ“, კენჭი უყარა კანონს, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში სამხედრო მობილიზაციას ეხება. პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა რუსეთის არმიის ფართო საჰაერო თავდასხმების ფონზე. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს ჯარის რაოდენობა რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, მობილიზაციის კანონს 450- ადგილიანი პარლამენტის 283 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტიდან ამოღებულია პარაგრაფი იმ […]