უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. უკრაინის პარლამენტის წევრის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს მობილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ დებულებებს ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით […]

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი. „ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა […]

შენობებისთვის, მათ შორის კლინიკებისთვის, ბუნებრივი განათების სტანდარტები დამტკიცდა

მთავრობის დადგენილებით შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დოკუმენტში ინსოლაცია განსაზღვრულია, როგორც ტერიტორიის ზედაპირის ან შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება. მასში მოცემულია ის სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებსაც შენობა ინსოლაციის კუთხით უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილების თანახმად, ინსოლაცია შიგა სივრცის ხარისხის […]

26-მა პირმა “შეღავათიანი აგროკრედიტით” მიღებული ₾1,7 მლნ არამიზნობრივად გამოიყენა – გამოძიება

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა ჯამში 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი […]

საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის მოცულობა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა – რა მოლოდინი აქვთ მსოფლიოში?

საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის მოცულობა იანვარ-თებერვალში 11.7%-ით შემცირდა და 185 ტონა შეადგინა. იმპორტის საშუალო ფასი კი ამავე პერიოდში 4.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს. 2024 წლის ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 122 მლნ დოლარიდან 143 მლნ დოლარამდე ანუ 16.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, Galt&Taggart-ის […]

ევროკავშირის ელჩი – კარი ღიაა, გელოდებით, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი და არეული სიგნალები მოდის თბილისიდან

წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ მის გახსნას და ზოგჯერ, როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს, და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა, რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს – ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ […]

მამუკა მდინარაძე – უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც გავითვალისწინებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც უმრავლესობა გაითვალისწინებს. მისივე თქმით, ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რათა ვინმემ “სპეკულაცია არ მოახერხოს”. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევხებივართ – კანონპროექტთან დაკავშირებით, მის […]

ირაკლი ქარქაშაძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს, კამილა ჟაილაუბაევას შეხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო, განსაკუთრებით […]

ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს სწავლობს და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ასაჯაროებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტის ოპოზიციონერი წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს სწავლობს და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ასაჯაროებს. მისი განცხადებით, საჯარო სკოლებში არსებული პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. „მას შემდეგ რაც საჯარო სკოლებში არსებული ვითარების მოკვლევა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ რეალურად, პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პრაქტიკულად, […]

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს. „მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა. სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მინიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. […]