“ეს იქნება განხილვის თემა კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე” – გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონპროექტი იქნება განხილვის მთავარი თემა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრის დროს. პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიაში დღეს გაემგზავრა. ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ხვალ, 12 აპრილს შეხვდება. ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია “სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს კანონპროექტის ინიცირების გამო და აღნიშნავს, რომ […]
“ოცნების რეიტინგი გაბერილია, მაგრამ ოპოზიციის ხორხოცი უფრო საზარელია” – ჩერგოლეიშვილი
ოცნების რეიტინგი ცხადია მნიშვნელოვნად მანიპულირებული და გაბერილია, მაგრამ ოპოზიციის ხორხოცი უფრო საზარელია – მიუთითებს, რამდენად მოწყვეტილები არიან რეალობას და რამდენად შეზღუდულია მათი თვალსაწიერი პოლიტიკურად აჟიტირებული ბაბლით. სანამ ოპოზიცია სისტემურად არ შეიცვლება და ჭკუიდან გადასული ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის ჭკუაზე ირბენს, ნაცვლად ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებისა, რეჟიმს მყარი პოზიცია ექნება. სანამ ოპოზიციაც ქართველს პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად […]
ინგლისის ბანკმა მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებიანი ბანკნოტების პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ინგლისის ბანკმა მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებიანი ბანკნოტების პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ახალი მონარქის პორტრეტი £5-იან, £10-იან, £20-იან და £50-იან ბანკნოტებზე იქნება გამოსახული. ახალი ბანკნოტები ხმარებაში 2024 წლის მეორე ნახევრიდან შევა. ბანკნოტების უკანა მხარეზე კი გამოსახული იქნება სერ უინსტონ ჩერჩილი, ჯეინ უსტინი, ჯეი ემ დაბლიუ ტერნერი და ალან ტიურინგი. ცოტა ხნით ადრე, ხმარებაში შევიდა მეფე ჩარლზ III-ის […]
მდინარაძე: გაგვიჭირდებოდა ნახევარი ნაკრები რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედოთ?!

ფეხბურთელებს ვთხოვ, პირადად ვთხოვ, მე ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით – ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც მართლაც ჩემპიონები ხართ და არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა მათ დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით, მთელი საქართველოს მხარდაჭერით – არ შეიძლება […]
ორშაბათს 15 აპრილს 10 საათზე პარლამენტის უკან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

ორშაბათს, 15 აპრილს, 10 საათზე საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, პარლამენტის უკან, საკომიტეტო განხილვის პარალელურად, დაანონსებულია საპროტესტო აქცია. “ეს არის გადამწყვეტი დღე. თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება. იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, ქართულ ოცნებას შეეძლება რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. Ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ […]
მამუკა მდინარაძე – ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა, რომ ცალ ფეხზე არ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

ცალ ფეხზე არ უნდა ვიდგეთ, ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა, რომ ცალ ფეხზე არ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებულ პირველ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა შეძლოს, რომ თანაბრად, სწორად ელაპარაკოს პარტნიორებს, “ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის […]
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის დატოვებაზე – უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ

კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ლევან შენგელიას მიერ, საკუთარი მონაწილეობა შეჩერებას. მისივე თქმით, ეს ცესკოს წინააღმდეგ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. „ლიეტუვაში „სამი ზღვის სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავედი. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა მთავარ ამოცანას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. „რუსული ბოროტება საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანას […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას, ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანა საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“ აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა: – 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო […]