კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% აქვს

2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის 720 944 მოქმედი პოლისია. კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% სარგებლობს, თუმცა სტატისტიკა მზარდია. 2022 წელს პოლისების რიცხვი 682 152-ს შეადგენდა, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული მოსახლეობის წილი კი 18% იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 […]
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას” სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის […]
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. […]
“ რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს” – უკრაინის გენშტაბის განცხადება

“ რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს” – უკრაინის გენშტაბის განცხადება გუშინდელი ღამის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შესახებ უკრაინის გენშტაბი წერს: “გასულ ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს.” გენშტაბის განცხადებით თავდასხმის შედეგად […]
მსოფლიო ბანკი – 2024 წელს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 5.2%-ის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია – ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება

დღეს, მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, წელს რეგიონში ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რეალური მთლიანი […]
ქეთი ხუციშვილი – კანონპროექტში ჩანაცვლებულია ერთი ტერმინი – „აგენტების“ ნაცვლად „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ეძახიან არასამთავრობოებს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით და შეურაცხყოფად მიგვაჩნია

კანონპროექტში ჩანაცვლებულია მხოლოდ ერთი ტერმინი – „აგენტების“ ნაცვლად „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ეძახიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით და შეურაცხყოფად მიგვაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე უცხო ქვეყანას, – ამის შესახებ ფონდ ,,ღია საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. ამასთან, მან […]
„საქართველოს ბანკის“ Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკმა“ და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები – სპეციალური ფასდაკლება, „ქეშბექი“ ან უფასო მომსახურება დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google […]
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას CNN-ი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი თითოეულ კოლეგას ინდივიდუალურად ესაუბრა და ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ელჩის, ბრეტ […]
უცებ ავხსნი ქოცების მაიმუნობას რეიტინგებით – რა სქრინებს აქვეყნებს გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: ორ სქრინს დავდებ და უცებ ავხსნი ქოცების მაიმუნობას რეიტინგებით. პრემიერ კობახიძის პოსტის ქვეშ 5 ათას 700 ლაიქი (5 საათის წინ დაწერა), დინამო თბილისის პოსტის ქვეშ-5 ათასი ლაიქი (ახლახანს, ერთი საათია, რაც დაიდო ეს პოსტი)… ხოდა, რაის 60 პროცენტიო, სიდან? სიდან? მარტო ერთი დინამოს სქრინი და ამხელა პრემიერისა შეადარეთ და ეგაა ქოცების რეიტინგი. […]
პროპაგანდის ადგილი არ არის: რუმინეთმა გააუქმა ორი რუსული ფილმის ჩვენება

რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გამოამზეურა რუსეთის ცენტრის – რუმინეთში, ნატოს წევრ ქვეყანაში, თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის – ინიციატივა, ეჩვენებინათ ფილმები – მიძღვნილი 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის გაფრენის წლისთავისადმი. „დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად […]