აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, […]
გია დვალი რუსულ კანონზე: ეს არის კონტროლის მექანიზმი

ამერიკამ და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა საერთოდ რომ არაფერი გვითხრან, ჩვენ ეს ხომ გვესმის […] ეს არის კონტროლის მექანიზმი. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მომისმენია – რა, გამჭვირვალობა ცუდიაო? რაღაც საზღვრის მერე, გამჭვირვალობა აღარ არის გამჭვირვალობა და ის ტოტალურ კონტროლში გადადის. და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია […] კონტროლში გადადის და ეს მოქალაქეებს ვალდებულების ტვირთს აკისრებს, რომ რაღაც […]
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამხედრო მობილიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლეს რადაში სამხედრო მობილიზაციის კანონპროექტი დაამტკიცეს. კანონპროექტს 283-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, აქედან 192-მა მმართველ პარტიიდან. კანონმდებლობაში ამოიღეს დემობილიზაციის შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო ადამიანის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, თუ ის სამხედრო მდგომარეობის დროს 36 თვის განმავლობაში მსახურობდა. ამავდროულად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო უმაღლესი მთავარსარდლის სათაო ოფისის მიერ განსაზღვრულ ვადებში. აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას 227-მა […]
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება

გასული წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძე ხვალ, 12 აპრილს, დილის 10 საათზე გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!” – წერს კალანდაძე Facebook-ზე. 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. […]
სტატუსმეტრი: ევროკავშირის 9 პირობიდან 7 შესასრულებელია, 2-ში უმნიშვნელო პროგრესია

12-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად მოცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად. ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო 5 თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია, 2 პუნქტში […]
კლოპი “ატალანტასთან” მატჩის წინ: ევროპის ლიგის მოგება გვინდა

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დღეს “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ატალანტას” დაუპირისპირდება. მატჩის წინ “მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ამ ტურნირის მოგება სურს. “როდესაც ევროპის ლიგაში ჩავებით, გვინდოდა, რაც შეიძლება შორს გავსულიყავით. ახლა ჩვენ 2-მატჩიან დუელში “ატალანტა” უნდა დავამარცხოთ, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან მათ ისეთი მწვრთნელი უდგათ სათავეში, როგორიც გასპერინია და მან უზარმაზარი […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდება

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს 10:00 საათზე გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ახალგაზრდის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა და მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. დასკვნით სხდომაზე სასამართლოს წინაშე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. აღნიშნული უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 […]
გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე: არ შეესაბამება პრაქტიკას, რაც გვაქვს ევროკავშირში

გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა დღეს, 11 აპრილს, ქართველ ჟურნალისტებთან სამოქალაქო სექტორისა და მედიის შემზღუდავი რუსული კანონის შესახებ ისაუბრა. ელჩის კომენტარის თარგმანს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს. „გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი […]
რუსეთის დარტყმამ კიევთან მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური სრულად გაანადგურა

რუსეთის იერიშის შედეგად, კიევის ოლქის უდიდესი თბოელექტროსადგური ტრიპოლსკი, რომელიც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, სრულად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინული სააქციო საზოგადოება ცენტრენერგოს დამკვირვებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ Интерфакс-Украина-სთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. მისი თქმით, სადგურის ყველა თანამშრომელი გადარჩა. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ჯამში, გასული ღამის დარტყმების შედეგად რუსეთმა დააზიანა კომპანია უკრენერგოს ობიექტები ხუთ ოლქში: კიევის, ხარკოვის, ლვოვის, […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი”, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა: 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 164 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის […]