შალვა პაპუაშვილი – თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები ქვეყანაში

თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, გამჭვირვალე უნდა იყოს იმ უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოში აფინანსებენ ჯგუფებს, ვინც, მათ შორის, პოლიტიკის ჩამოყალიბებაშია ჩართული. „დისკუსია […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ

ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ F-15-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა […]
მიესაჯოს უვადო პატიმრობა – შუახევში მომხდარ ფემიციდის შემთხვევაზე ბათუმში აქცია გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. სასამართლო განიხილავს 2 აპრილს ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეს, რომელშიც ბრალდებული ქალის მეუღლეა. აქციის მონაწილეები ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. “სამაგალითოდ დაისაჯოს პიროვნება, რომელმაც ასე სასტიკად მოგვექცა და კანონის უმაღლესი სასჯელით გათვალისწინებული უვადო პატიმრობა მიესაჯოს ამ გიჟს. გამოძიება ამას არ სჭირდება” – ამბობს აქციის მონაწილე TV […]
“ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ…” – ნიკა მელია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ნახევარს, მათი მხარდამჭერი პოსტები დააწერინოს და ამბობს: ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, […]
ოცნების დროშებს, „ალტ ინფოსთან“ ერთად მღვდლებიც წვავენ – ვიდეო

“ალტ-ინფოს” კამპანიას, რომელიც “ქართული ოცნების” დროშის დაწვა-დახევას გულისხმობს, სასულიერო პირებიც შეურთდნენ. ვიდეო, რომელსაც „თაიმერი“ აქვეყნებს, მედიის ცნობით, მარტვილშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს მღვდელი ნიკოლოზ კუპრაშვილი, რომელიც მეუფე სტეფანეს გუნდის წევრია და რომელიც ლექსო ლაშქარავას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. “თაიმერმა” მღვდელ კუპრაშვილზე არაერთხელ დაწერა, რომ იგი პრორუსულ “ალტ-ინფოთან” მჭიდრო კავშირშია.
„ნაკრებიდან ნახევარზე მეტს რომ ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?!“ — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის აზრით, მმართველ გუნდს არ გაუჭირდებოდა, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ეთხოვა და ნახევარზე მეტს მაინც ხელისუფლების მხარდამჭერი პოსტები დაეწერა, თუმცა ამას არ კადრულობს. „ფეხბურთელებსაც ვთხოვ, პირადად ვთხოვ, — ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით, — ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ძალიან მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. […]
გიორგი კალანდარიშვილი – როცა საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და საარჩევნო რეგისტრაცია მოითხოვონ

მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით […]
თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ? – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს 11 აპრილს პარლამენტში მედიასთან საუბარში შეაფასა აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის კომენტარი, რომელიც „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას შეეხებოდა. დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, “არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის”. მამუკა მდინარაძემ, როგორც თავად თქვა, “უტრირებითა” […]
მდინარაძე: მეგობრებმა რომ გითხრან, ქართულად აღარ ილაპარაკოთო, შევწყვიტოთ თუ გავაგრძელოთ?

ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს და ამას მთელი სერიოზულობით შეხედოთ ახლა ცოტა დრამატიზირებისთვის ჰქონდეს წინასწარ გეუბნებით ჩემი მხრიდან ადგილი და უტრირება ზედმეტს მაგრამ უკაცრავად ამისთვის, ქართულად ხომ ვილაპარაკოთ ჩვენ, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს, მე მგონია რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ ხომ… თუ კი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან რომ მოდით თქვენ ქართულად აღარ […]
ლილუაშვილი: სამარცხვინოა ადრე სააკაშვილის, ახლა კი ივანიშვილის პრომუშაკი კალაძის საქციელი

გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს ნაცობამდე და ქოცობამდე. ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, რომ მოქალაქეებს ააკრას იარლიყები და ამით ერთმანეთთან დააპირისპიროს… რაც შეეხება რუსულ კანონს, ჩვენს გუნდს წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონების პაკეტი. ჩვენი ალტერნატივა ახდენს რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური […]