თბილისში I კვარტალში 9824 ბინა გაიყიდა – როგორ შეიცვალა უძრავი ქონების გასაყიდი ფასი გარეუბნებში და ცენტრში?

2024 წლის I კვარტალში თბილისში სულ 9824 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული. „პირველ კვარტალში […]
„საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება 30.1%-ით შემცირდა, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია“ – Galt&Taggart

2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 30.1%-ით შემცირდა, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, რადგან მოცულობა ბევრად ნაკლებად 17.9%-ით შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, 2024 წლის მარტში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 14.7%-ით გაიზარდა (+0.1% 1კვ24-ში). მიუხედავად თვიური ზრდისა, ფასი წლის დასაწყისიდან თითქმის არ შეცვლილა, […]
“ქალბატონო შაჰინ, დაგველაპარაკეთ” – ზარქუა სენატორს

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა, რომელმაც აშშ–ს პრეზიდენტსაც კი დაუწუნა ტონი და შესთავაზა, მის ქვეყანას მიხედოს ჯერ, ამჯერად, ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები არასამთავრობოებმა შეიყვანეს შეცდომაში, იგი სენატორ ჯინ შაჰინს მიმართავს და ამბობს: ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ უკვე რამდენი წელია. ჩვენი ქვეყანა პატარაა, თავისი გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ბევრი სახელმწიფოს […]
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინაში ჩასვლაზე დაინტერესება გამოხატა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედია საშუალება Axel Springer-თან, რომელიც Politico-ს მფლობელია, ინტერვიუში ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში რუსულ გავლენაზე ისაუბრა. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მეტოქე, დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმების განსახილველად უკრაინაში მიიწვია. ზელენსკის თქმით, მან უკრაინაში ჩასვლისკენ ტრამპს შუამავლების მეშვეობით პირადად მოუწოდა, რაზეც, მისი თქმით, ტრამპმა […]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. „რუსეთის მოქალაქეებს დაჟინებით ვურჩევთ, თავი შეიკავონ რეგიონში მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ტერიტორიებზე, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა”, – ნათქვამია განცხადებაში. უწყება განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბული ვითარებაა. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო […]
ზუგდიდში საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო მეოთხედ ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარის, გიგა ფარულავას განცხადებით, სხდომას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები არ ესწრებიან. მისივე განცხადებით, ისინი საკრებულოს ფუნქციონირებას ბოიკოტს უცხადებენ. „საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მეოთხედ ჩაიშალა. მორიგ ჯერზე, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან. პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ […]
“ოცნების ამომრჩეველი ვარ – რადგან მასწავლებელი ვარ, ვცდილობ არ ვიყო მხარე – მოვეშვათ ამ კანონის შავ პიარს” – მაკა სახურია

პედაგოგი, მაკა სახურია: ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენაზე საკუთარი მკვეთრი პოზიცია კი მაქვს, მაგრამ რადგან მასწავლებელი ვარ და მოსწავლე-მშობელთა მრავალფეროვან საზოგადოებასთან მიწევს ურთიერთობა, ვცდილობ არ ვიყო მხარე, ხშირად საკუთარ თავს ვუკრძალავ ხოლმე პოზიციის გამოხატვას. თავიდანვე ვიტყვი: ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ. არა იმიტომ, რომ ყველაფერი მომწონს და კრიტიკული დამოკიდებულება არ მაქვს მმართველი პარტიისადმი. უბრალოდ სხვა არჩევანი […]
ოზურგეთის თეატრის მსახიობი: არ ვეთანხმები ჩიგოგიძეს – წინ ევროპისკენ

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე რუსულ კანონზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “თეატრი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ”. “მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი […]
დენი მერფი: კარიერის დასრულების შემდეგ კოკაინს მოვიხმარდი

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფიმ, რომელმაც სახელი “ლივერპულში” და “ფულემში” თამაშით გაითქვა, აღიარYouTube არხ Ben Heath Podcast-სთან საუბარში აღიარა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კოკაინს მოიხმარდა. “პრობლემები დიდი ხდება, როდესაც ფეხბურთში აღარ ხარ. როცა თამაშობ, ადრენალინი და დოფამინი გეხმარება წინსვლაში და ენერგიულობის შენარჩუნებაში. მე მქონდა პერიოდი კოკაინთან და მოწევასთან დაკავშირებით. არ ვიყავი ალკოჰოლიკი, შემეძლო მის გარეშე […]
“ტექინსპექტირება 30-50 ლარით უნდა გაძვირდეს” – გიორგი შიოლაშვილი

ტექინსპექტირების ცენტრები 2025 წლიდან პირველად ინსპექტირებაზე ფასების 30-50 ლარით გაზრდას ითხოვენ. კავშირის ხელმძღვანელის, გიორგი შიოლაშვილის თქმით, ამის წინაპირობა სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის დაწყებაა, რომელიც სექტორში დასაქმებულებს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს. „იცით, რომ 2025 წლიდან იგეგმება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი, რომელიც როგორც ვიდეო კონტროლის საშუალებით ტექინსპექტირების საქმიანობის დაკვირვებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას პროცესს მოიცავს. ეს უფრო […]