საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ესპანეთის დეპუტატთა პალატაში მოუსმინეს

ესპანეთის დეპუტატთა პალატის (კონგრესის) ევროკავშირის შერეული კომიტეტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას და დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ სამხარაძეს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი. „ქართული დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რეგიონული […]

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს. „ჩვენ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან ვიმუშავეთ, რათა ახალი და გაუმჯობესებული ზომები შეგვემუშავებინა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ. დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ისრაელიდან […]

თინა ბოკუჩავა – „ქართულ ოცნებაში“ ალბათ, თავის დაწყნარებას ცდილობენ – ფაქტია, რომ მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩეული აქვს ცვლილებები. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ამ ცვლილებების მოტანის საუკეთესო შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადებით დეპუტატი „გორბის“ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. „ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი უყურებდეს იმ პროცენტს და ციფრებს, რომლებიც ღიად აჩვენებს, რომ მისი 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოს ასი ათასობით […]

ბექა ლილუაშვილი – ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით

ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით – ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ […]

დიმიტრი ხუნდაძე – ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს კანონი არც ევროპულია და არც ამერიკულიო – არგუმენტია, რომ ამერიკული იმიტომ არაა, რადგან აშშ-ის ელჩმა თქვა, ხოლო ევროპული იმიტომ არ არის, რომ ასე ჯოზეფ ბორელმა თქვა, გირჩევთ, კანონი წაიკითხოთ და დასკვნა შემდეგ გააკეთოთ

ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხონ ეს კანონი და შეადარონ, რა როგორ წერია, იმას ამბობენ, რას ლაპარაკობს ესა თუ ის თანამდებობის პირი, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, უცხოელი დიპლომატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. კერძოდ, ხუნდაძემ შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ არის კარგი, […]

ნელი ზრდა აფერხებს ეკონომიკურ აღდგენას ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში – World Bank

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ 2.8%-მდე დაიკლებს, 2023 წელს 3.3%-იანი არსებითი […]

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მერია აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას. „დედაქალაქის მერია დაარსებიდან გვერდში უდგას თბილისის ხელოვნების ბაზრობას, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამას ცხადყოფს უცხოელ და ადგილობრივ მონაწილეთა ინტერესი და ხარისხი. ეს პროექტი მიმართულია თბილისის რეგიონულ […]

აი „საკონტროლო გასროლაც” – დავით ქართველიშვილი

აი „საკონტროლო გასროლაც” – დავით ქართველიშვილი „აი „საკონტროლო გასროლაც” – პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან”, მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს,“ – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას – „გორბის“ კვლევამ შოკში და ისტერიკაში ჩააგდო ოპონენტები.“ ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლება მაღალ […]

მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს

მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს. როგორც […]