პრეზიდენტი: ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული

თავისუფლება – სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებდი ამ გამოფენას, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – Art Fair-თან ერთად თბილისში არაჩვეულებრივი თავისუფლების კერა ჩნდება, რაც ჩვენ და ყველა სტუმარს კიდევ სხვა ელფერს აძლევს. დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილი კულტურა სხვა არაფერია თუ არა დიდი თავისუფლება და არ არსებობს ხელოვნება და […]

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე – კომისიის მუშაობა რომ 15 აპრილისთვის გადაგვედო, ვადის დარღვევის წინაშე ვდგებოდით – შესაძლოა, პროცედურა დაუსრულებლად გაწელილიყო

კითხვა ეხებოდა იმ კანონის მიღება-არმიღების საკითხს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამ პროცესთან – თხოვნა იყო, რომ [კომისია] გადაგვედო 15 აპრილისთვის, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა ამ ნაწილში არ ყოფილა გარდა იმ დროისა, როცა ვადის დარღვევის წინაშე ვდგებოდით, – ამის შესახებ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. გაბისონიას განმარტებით, ეს პროცედურა შესაძლოა დაუსრულებლად […]

ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინს – ორკესტრირებულად აკეთებდით განცხადებას როდესაც სააკაშვილზე ამბობდით, რომ ვკლავდით, სტრასბურგმა განხილვაშიც კი არ მიიღო – ახლა ბოდიშს მოიხდით თუ აღიარებთ, რომ შეცდომაში შეგიყვანეს?

ქალბატონო შაჰინ, მადლობა, რომ ზრუნავთ კვლავინდებურად ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ მახსოვს, სააკაშვილის თემაზე თქვენც და დანარჩენი ევროპელი ჩინოვნიკებიც, როგორ ორკესტრირებულად უტევდით ჩემს ქვეყანას და ამტკიცებდით, რომ სააკაშვილს კლავენ, პოლიტიკური პატიმარია და სასწრაფოდ უნდა გამოუშვათ, იმიტომ, რომ წამლავთ, კლავთ. ბოლოს ითქვა, რომ დემენცია აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა მიმართავს სენატორს – […]

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამასთან, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ სასამართლოს სხდომის დახურვა შესთავაზა, […]

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი. […]

„მეტროპოლი“ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია

· Metropol Oval-მა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო პრემიული სასტუმრო“ დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი“ გლობალური ჯილდოს მფლობელია. საერთაშორისო აღიარება კომპანიამ პროექტისთვის Metropol Oval მიიღო, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს გამოარჩევს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაციასა და პროფესიონალიზმს ასახელებს. წელს Luxury Lifestyle Awards-ზე მსოფლიოს 100 ქვეყნიდან […]

ვინც დაპირისპირებას ხელს უწყობს, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და დამთავრდეს – ნიაზ დიასამიძე რუსულ კანონზე

მომღერალი ნიაზ დიასამიძე „ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და ამბობს, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს. არსებული სიტუაციიდან გამოსავალი კი მისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება იქნება, რაც „ერთი კაცის მმართველობას“ დაასრულებს. „ერთი მთავარი, რაც მე მგონია, რომ უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად — მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი. ეს ხალხი, ასეთი ქცევით ამას არ გვაცლის, […]

რა გარიგებაში არიან “ნაცები” და “ქოცები”? – “საზოგადოება ამას ივანიშვილს არ აპატიებს” – ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ბექა ლილუშავილი, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ამბობს: • დღეს ჩვენ გვინდა ორ საკითხზე გავაკეთოთ განცხადება, ერთი შეეხება ნაცების და ქოცების მორიგ ფარულ შეთანხმებას, მეორე კი რუსული კანონის თავიდან აცილების შესაძლებლობას. • გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს ნაცობამდე და […]

“ხალხი ვიცი, რომლებიც სიკვდილს გადაარჩინა ევროპამ, აქ თვეებში მოკვდებოდნენ” – ნიკა ქავთარაძე

მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე: ხალხი ვიცი, რომლებიც სიკვდილს გადაარჩინა ევროპამ. აქ თვეებში მოკვდებოდნენ. უმძიმესი დიაგნოზებით გაექცნენ ამ ქვეყანას, იმკურნალეს, გამოკეთდნენ და ოჯახებს ცრემლის და დარდის მაგივრად, ბედნიერება ჩამოუტანეს. დიდხანს სიცოცხლე აჩუქა იმ სამყარომ. ხოდა, ვზივარ და ვუყურებ, რომელი დაწერს პირველი, რომ ევროპა არის ამ ქვეყნის მომავლის ხსნა. ( რუსეთზე ცუდის თქმას არ დავეძებ)

მოვითხოვთ ივანიშვილზე საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას ითხოვს და ამბობს: განვლილმა დღეებმა, როდესაც ოლიგარქმა კიდევ ერთხელ შემოატრიალა რუსული კანონი, შესანიშნავად დაადასტურა ჩვენი წინაპრების სიბრძნე იმის თაობაზე, რომ არ განემართების კუდძაღლისა და არცსა კირჩხიბი მართლად ვალს. ივანიშვილი აპირებს მეოთხედ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია გაყალბებისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით, რის შემდეგაც მიჰყიდოს საქართველო მოსკოვს. ამ […]