Lufthansa ბორტგამყოლებს ხელფასებს 16,5%-ით გაუზრდის

გერმანულმა ავიაკომპანია Deutsche Lufthansa-მ მიაღწია შეთანხმებას პროფკავშირთან დაახლოებით 19 000 ბორტგამყოლის ხელფასის საკითხზე, აცხადებენ კომპანიაში. ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბორტგამყოლთა ხელფასს 16,5%-ით გაზრდის და ინფლაციის კომპენსაციის სახით, მათ 3 ათას ევროს გადაუხდის. შეთანხმების პირობები იმოქმედებს მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე. მოლაპარაკებები ჯამში ხუთ თვეს გაგრძელდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას – ილია დარჩიაშვილი

„საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ საუბრისას. მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა. „ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს […]

თავდაცვის მინისტრი – ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში – სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება

ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში , – აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს […]

Freedom House – საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა. ამის შესახებ ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში – “ერები ტრანზიტში 2024”. ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებს განეკუთვნება, რომელშიც მის გარდა, ასევე, არიან – უნგრეთი და სერბეთი. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან – მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს – სომხეთი, ალბანეთი, […]

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ირაკლი ჩიქოვანი – რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები ჩატარდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი. „ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და შევასრულეთ რამდენიმე თვის და წლის […]

ილია დარჩიაშვილი – გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერია, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა

გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. „ირაკლი კობახიძეს ექნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრები უმაღლეს დონეზე. პირველი შეხვედრა იქნება კანცლერ […]

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი იმყოფებოდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რობინ დანიგანი სტუმრობდა. SANGU-ს ინფორმაციით, ელჩთან ერთად უნივერსიტეტში საელჩოში საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ალექს დანიელი და საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ბზიშვილიც იმყოფებოდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპატიო სტუმრები ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა […]

დარჩიშვილი: ამ კანონის ევროინტეგრაციასთან დაკავშირება არასწორი მიდგომაა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ რუსული კანონის ევროინტეგრაციასთან რამე ფორმით დაკავშირება “არასწორი მიდგომა. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. “ამომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და […]

“მე რა, – ერთი სახურავის “ჟესტი” დამპირდნენ და გადამაგდეს, მგონი – მოგითხანთ ყველას უმადური დედის @რაკები!” – გრინ ბარეტი

მე რა, – ერთი სახურავის “ჟესტი” დამპირდნენ. (დამპირდნენ რა, – მეკუთვნოდა და ისიც გადამაგდეს მგონი) და მაინც არ ვკარგავ ობიექტურობის შეგრძნებას, – თქვენ რომ სახელმწიფოს ფულებით დაიარეთ მსოფლიო, აწყვეთ გამოფენები, პრეზენტაციები, კონცერტები, ტურნეები, დადგით სამარცხვინო სპექტაკლები, გამოეცით უნიჭო წიგნები და მონოგრაფიები, დაწერეთ რაღაც დებილი პროგრამები და ამისთვის ოფისები და დაფინანსებები მოითხოვეთ და მიიღეთ კიდეც, – […]