უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი სამხედრო მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პარლამენტმა (“ვერხოვნა რადამ”) კენჭი უყარა კანონს, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში, სამხედრო მობილიზაციას ეხება. კენჭისყრა რუსეთის არმიის ფართო საჰაერო თავდასხმების ფონზე გაიმართა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს ჯარის რაოდენობა რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, მობილიზაციის კანონს 450-ადგილიანი პარლამენტის 283 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტიდან ამოღებულია აბზაცი იმ სამხედროთა დემობილიზაციის […]
“ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის” – ხვიჩა კვარაცხელია – Marao

“ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საფეხბურთო კლუბი “ნაპოლის” მიერ მის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოში. ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების […]
“ველოდები, შოლცი ამას გარკვევით ეტყვის კობახიძეს” – ბუნდესტაგის წევრი

“საქართველოს მთავრობა საფრთხეში აყენებს ქვეყნის მომავალს EU-ში. ველოდები, რომ ოლაფ შოლცი ამას გარკვევით იტყვის კობახიძესთან საუბარში”, – ამ განცხადებას ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაითერი ავრცელებს. საქართველოს მმართველი პარტია თავისი უახლესი საკანონმდებლო წინადადებით დააშინებს და დისკრედიტაციას მოუტანს საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებას. ამით ის საფრთხეში აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში. ველოდები, რომ კანცლერი შოლცი ამას გარკვევით იტყვის […]
“ბრძოლის დროა! 15 აპრილს, 12:00, თსუ-ს ეზოში!” – თსუ-ს სტუდენტური კლუბი

თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი თაობა” სოციალურ ქსელში ავრცელებს. თსუ-ს სტუდენტური კლუბი “თავისუფალი თაობა” უერთდება 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავიცავთ იმ ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები, ისტორია მუდამ თან ატარებს. “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ […]
საქართველოს ელექტოენერგიის გენერაციის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, რეალიზების კუთხით ის სრულად არ არის ათვისებული – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ტენდენციებზე, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე და ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ღონისძიებაზე „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები”. ღონისძიება „თიბისი კაპიტალის” ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ელექტოენერგიის ბაზარზე მომუშავე პრაქტიკულად, ყველა მხარის – საჯარო უწყებების და კერძო […]
,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დეპარტამენტის „სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“ თანამონაწილეობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე ესწრებოდა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დონაციის აქციის მიზანი სისხლის პროდუქტების მარაგის შექმნაში წვლილის შეტანა და აღნიშნული აქტივობის წახალისებაა. მათივე ცნობით, ღონისძიებაში „ქართული ოცნების” ისნის […]
თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვერსია წარუდგინა

თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ Novaya Gazeta Europe ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება 2022 წელს სტამბოლში გამართული პირველი მოლაპარაკებების საფუძველზე შეიქმნა. თურქეთის სამშვიდობო შეთანხმება 10 პუნქტისგან შედგება: · აშშ და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე ხელახლა შეუერთდებიან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START-3) მომავალში […]
ტრუდო: ჩინეთი კანადის არჩევნებში ჩაერია, მაგრამ მათზე გავლენა არ მოუხდენია

ჩინეთი კანადის ბოლო ორ არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, მაგრამ ამას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და “ნაკლებად სავარაუდო” იყო, რომ პეკინი არჩევნებში რომელიმე ერთ პარტიას უპირატესობას ანიჭებდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ოთხშაბათს ოფიციალურ საგამოძიებო მოსმენაზე განაცხადა. ტრუდომ საგამოძიებო კომისიას ჩვენება ფიცის ქვეშ მისცა. მან უპასუხა კითხვებს არჩევნებში სავარაუდო უცხო ძალის ჩარევის შესახებ პრემიერის ამპლუაში მიღებული […]
ბურჯანაძის დახმარებით “კორუნამ” უშუალო კონკურენტი დაამარცხა და პირველობა გაიმყარა

ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის გუნდი “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის უმაღლეს ლიგას მიუახლოვდა. კორუნელებმა, რომლებიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში პირველ ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ “ტიჟონა ბურგოსს” შეხვდნენ და მდევართან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მართალია, ბურჯანაძის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 14:26 მარცხდებოდა, მაგრამ მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 97:91 გაიმარჯვა. ბურჯანაძემ მოედანზე 26:47 წუთი გაატარა და ერთ-ერთი […]
“მეხალისება, აქციებზე დგომა? ახლობლებს რომ მიჭერენ? დათვის ტყვიებს რომ ვითვლით სხეულზე?”– ყალაბეგაშვილი

თქვენი საქმე აკეთეთო… მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი პერსპექტივის არსებობა ჩემი საქმეა… პარალელურად, ხომ საგამომცემლო საქმიანობას ვეწევი და ამ საქმეში არსებობს დათქმები ვადებთან დაკავშირებით… ასეთ რთულ პერიოდებში, ასეთ სიგიჟეებზე მიწევს ფიქრი – რომელიმე აქციაზე რომ დამაკავონ, ან რამე დამიშავონ, ვინ მიიყავს საქმეს ბოლომდე, რომელის პირობაც მაქვს მიცემული… ჰოდა, გამომცემელი რუსი გავრილოვის და […]