მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავალ ლიდერთა ჰაბის” წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალ ლიდერთა ჰაბის” 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, […]

განათლების საერთაშორისო გამოფენას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია – პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკი” მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „საქართველოს ბანის“ ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, გასცნობოდნენ ინფორმაციას […]

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა, ის სიახლეც განიხილეს, […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 10 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,42 (-0,96) დოლარი/ბარელზე.

არც ერთი გაერთიანება არ მიღირს… – რომელი გაერთიანებები უღირს კალაძეს და რომელი – არა?

მმართველი პარტია ანტიევროპულ განცხადებას, რომლის ავტორიც თბილისის მერი, კახა კალაძეა, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად,” – ევროკავშირზე ამბობს კალაძე, რომელსაც არც ერთი სახელისუფლებო გაერთიანება არ გამოუტოვებია აქამდე.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და დარგის სამომავლო პერსპექტივები კერძო სექტორთან შეხვედრისას განიხილა

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და დარგის სამომავლო პერსპექტივები კერძო სექტორთან შეხვედრისას განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ტენდენციებზე, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე და ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ღონისძიებაზე „საქართველოს ელექტროენერგიის […]

ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა-იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მისი მეუღლის მემუარების გამოქვეყნებისთვის. წიგნი უკვე 11 ენაზეა თარგმნილი და ოქტომბერში გამოვა, – დაწერა იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში). მისი თქმით, ალექსეი ნავალნიმ წიგნის წერა 2020 წელს მოწამვლის შემდეგ დაიწყო. ადრე მემუარების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. წიგნი, რომლის სახელია „პატრიოტი“, გამომცემლობა Knopf-ი გამოსცემს და მისი […]

ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო საქართველოში არ უნდა ჩამოიტანოს – რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო საქართველოში არ უნდა ჩამოიტანოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს. მიის განმარტებით, ოქროს შენახვა უნდა მოხდეს ლონდოში, სადაც ის ამჟამადაა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა $500 მლნ-ად 7 ტონა ოქრო შეიძინა და ამიერიდან ოქრო სავალუტო რეზერვებში დაიკავებს ადგილს. არსებული მდგომარეობით უნცია […]

“კანონი დისკრედიტაციისათვის ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის” – MFRR

“კანონი ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის… უკიდურესად ვართ შეშფოთებულები ვართ”, – ამ განცხადებას “სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის” (MFRR) ავრცელებს და “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება. ოთხშაბათს, 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ხელახლა შემოიღებს “უცხოური აგენტების” კანონპროექტს, რომელიც 2023 წელს პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ უკან გაიწვიეს. 8 აპრილს საქართველოს […]

“ოცნების” დეზინფორმაციაა, თითქოს რუსული კანონი აშშ-ის კანონებს ჰგავს – თორნტონი

“ოცნების” მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა, თითქოს ეს აშშ-ის კანონებს ჰგავს. ეს ასე არ არის,” – ამ განცხადებას NDI-საქართველოს ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი ავრცელებს. თორნტონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის აშშ-ში მიღებულ Fara-სთან შედარება არ შეიძლება.