თორნტონი რუსულ კანონზე: ოცნება ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს აშშ-ის კანონების მსგავსია

· 56 · · ყველას, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს “უცხოელი აგენტების” კანონს, უნდა ესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს რომ ის აშშ-ის კანონების მსგავსია. ეს ასე არ არის. წერს გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის ხელმძღვანელი და საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში.
თორნტონი: ქართული ოცნების დეზინფორმაციაა, რომ ეს კანონი აშშ-ის კანონებს ჰგავს

ყველას, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს უცხოელი აგენტების კანონს უნდა ესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ის აშშ-ის კანონების მსგავსია. ეს ასე არ არის! წერს გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ რუსული სტილის კანონზე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანება სურს. სლოვაკეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც სურს დაბრკოლებების შექმნა უკრაინისთვის, არამედ სურს დაეხმაროს კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამის თაობაზე გამოცდილების გაცვლაში, – თქვა ფიცომ ხუთშაბათს სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პასუხად შმიჰალმა თქვა, რომ ის მადლიერი იყო […]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. “ტორპედო” – “სამგურალი” [LIVE]

ეროვნული ლიგის მერვე ტურში “ტორპედო” “სამგურალს” მასპინძლობს.
პარიზში გაოგნებულები არიან, რა არის ამ კანონში მიუღებელიო – დუმბაძე რუსულ კანონზე

ახლა ვიმყოფები პარიზში, წიგნის ფესტივალზე… არის ქვეყანა, რომელშიც ყოველი წლის ბოლოს დეკლარაციას არ ავსებს და თვის შემოსავლებს არ წარუდგენს საზოგადოებას? არ არსებობს ასეთი რამ. ესენი გაოგნებულები არიან, კი მაგრამ რა არისო ამაში მიუღებელი – მეც არ მესმის. მე არა ვარ პატარა გოგო, მე ვიცი ცენზურა რა არის… დღეს ცენზურა არ არსებობს.
მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგში დარღვევა დადგინდა – დეტალები – TI

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. საქმეების ჩამონათვალს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს და წერს, რომ ხუთიდან სამზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა. საქმეები: · სანდრო გირგვლიანის საქმე; · სულხან მოლაშვილის საქმე; · გიორგი მიქიაშვილის საქმე; · ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე; · […]
თუ “რუსულ კანონს” მიიღებენ, “ოცნება” კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში მაღალ პოზიციას დაიკავებს – კუბილიუსი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა: “თუ “კრემლის აგენტები/ტესტს მიიღებენ, საქართველოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში – ის მხარს არ უჭერს უკრაინას, წარადგინა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი წარადგინა, გამოვიდა ანტი-LGBT კანონის შემოთავაზებით და მართავს კრემლთან კავშირში მყოფი ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში,”
რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე – SJC

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” Freedom House ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ანგარიშში გაკეთებულმა დასკვნებმა უფრო ცხადი გახადა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა რუსული კანონის მიღების შემთხვევაში აღმოჩნდება. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ახლახან გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში “ქვეყნები გარდამავალ პროცესში” (Nations in Transit), რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიამდე რეგიონის 29 ქვეყანაში 2023 წელს დემოკრატიის მდგომარეობას აღწერს. ანგარიშის მიხედვით, […]
თბილისში სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თემქაზე სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა შუადღისას მოხდა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვლადიმირ კარა-მურზას მხარდასაჭერი ღონისძიება ვაშინგტონში

9 აპრილს, რუსი პოლიტიკური პატიმრის, ვლადიმირ კარა-მურზას და რუსეთში სხვა უსამართლოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით ვაშინგტონში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის კანონმდებლები, უფლებადამცველი ჯგუფები და პოლიტიკური ორგანიზაციები მონაწილეობდენენ. ღონისძიებას ვლადიმირ კარა-მურზას ოჯახი ესწრებოდა. ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ასეთ ღონისძიებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადასტურებლად, რომ ვლადიმირ კარა-მურზა მარტო არ არის […]