პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 2024 წლის 20 აპრილს, 14:00 საათზე, D Block-ის სამუშაო სივრცეში (მის: სასტუმრო სტამბა, მ. კოსტავას ქ. 14) პირველად საქართველოში გაიმართება Microsoft for Startups ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ს მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი – Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან […]

ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის […]

ბავშვთა კვების დისტრიბუტორი კომპანიების შემოსავლებმა ₾69 მილიონი შეადგინა – რომელი კომპანიაა ლიდერი

ბავშვთა კვების დისტრიბუტორებს 5 კომპანიის, შპს „ბეიბი ფუდი“ (HiPP,SPLAT, pine baby care, Bionnex, Roxy Kids), შპს „ნატურლენდი“- (Nutrilak, Винни), შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“ (Humana, Komili Bebe), შპს „ჯისი“ (Nutrilon, Bebi, Малютка, Bübchen) და შპს „ჯეო ნუთრიშენ“ (Similac, MAMAKO, NANNY.), მაგალითზე Finspot-ი გაეცნო. კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა კვების ნაწარმის იმპორტი, დისტრიბუცია და საბითუმო რეალიზაცია საქართველოში. […]

რა გელით დღეს – 12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს, თქვენ შიშებს დაძლევთ და სურვილი გაგიჩნდებათ გამოცადოთ თავი იქ, სადაც ადრე არც გიფიქრიათ, ან აიღოთ ხელში სადავეები და მიიღოთ დამატებითი შემოსავლები. კურო შეეცადეთ, არავისთან გაიფუჭოთ ურთიერთობა, ყველაფერს გაგებით მოეკიდეთ, თუ დაგჭირდათ, შეცვალეთ ინტერესები და დაელოდეთ უკეთეს მომენტს. ტყუპები ნუ იქნებით ზედმეტად გახსნილი და ნუ გაფლანგავთ დროს. ახლა კონტაქტებისა და თანამშრომლობის დროა, სასარგებლოა გამოცდილებების […]

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება. ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური […]

თბილისში, შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო […]

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე – პუტინი

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი. მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მომართული. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი 2014 წელს. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო“, – განაცხადა პუტინმა. მან ისაუბრა უკრაინასთან […]

აუცილებელია დიღმის ჭალების საზღვრების დამტკიცება- თბილისის გენგეგმის ავტორი

დიღმის ჭალების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში აქტიურად ხდება უკანონოდ სამშენებლო ნარჩენის დაყრა და წიაღისეულის მოპოვებაც კი, რის გამოც ფართობი, რომელიც ამ დროისთვის რეკრეაციულ, ლანდშაფტურ და სატყეო ზონებს აერთიანებს, ნადგურდება. ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც ფართობი შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები დღეს საზოგადოებას […]

გრიგორიადისის დედა: მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოსალოდნელი განაჩენი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. “ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რომელიც გაუკეთებია”, – თქვა მან ჟურნალისტებთან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ. […]

ლევან იზორია – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების შესაძლებლობა

ნიშანდობლივია ევროპაში ბრიუსელის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში ის შეხვდება თავის კოლეგას, ბატონ კანცლერს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს. “კანცლერის ოფისში პრემიერს მიიღებენ სამხედრო პატივით, ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ფედერალურ პრეზიდენტს და […]