სამეგრელოში, 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი ბიჭი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბიჭი გოგონას ჩვენების საფუძველზე აიყვანეს.
არსებული ცნობით, ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც ცნობილია, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე